ზესტაფონი-კოლხეთი 2:1
1:0 საჯაია (13. შარიქაძის პასით), 2:0 აფციაური (36. ღონღაძის პასით), 2:1 პ. დათუნაიშვილი (63)
ზესტაფონი კოლხეთი
4-4-2 4-2-3-1
რ.კვასხვაძე ნადირაშვილი
ღონღაძე ფოფხაძე
საჯაია ცხვიტარია
ხიდეშელი ლომაშვილი
ელიავა გაბუნია
აფციაური გოგონაია
გორგიაშვილი ცხადაია
მენთეშაშვილი პ. დათუნაიშვილი
შარიქაძე გვალია
დ. მუჯირი წურწუმია
დვალი ბ. ტუღუში
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ.ჭიაბრიშვილი დ.მახარაძე
ზესტაფონი
55. გორგიაშვილი - ოვონიკოკო
70. აფციაური - გუგუჩია
78. მუჯირი - ბაბუნაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, რაჟამაშვილი, კობახიძე, წინამძღვრიშვილი
კოლხეთი
46. წურწუმია - პავლიაშვილი
52. გოგონაია - ქებაძე
65. ცხადაია - ციცხვაია
სათადარიგოები: ხარშილაძე, გ. კილასონია, ბოიომო, ხატიაშვილი
გაფრთხილება: ელიავა
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
ჩემპიონატში ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშისა და მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვის გამო "ზესტაფონმა" საქმე გაირთულა და გია ჭიაბრიშვილის გუნდს მორიგი წაფორხილება, შესაძლოა, ლიდერობის დაკარგვად დასჯდომოდა.
ამ მატჩში "ზესტაფონი" ფავორიტი იყო, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ "კოლხეთი" იოლად დასამარცხებელი გუნდია და მასთან თუნდაც ჩემპიონს 3 ქულა გარანტირებული აქვს. "კოლხთა" მებრძოლი სული ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა.
პირველ ტაიმში მასპინძლები სოლიდურ უპირატესობას კი ფლობდნენ და გოლებიც გაიტანეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა თამაში გამოასწორეს, ერთი ბურთი გაქვითეს და მასპინძლები შეხვედრის ბოლო წუთებამდე ანერვიულეს.
"ზესტაფონმა", რომლის რიგებში მძიმე ტრავმის შემდეგ წლეულს პირველად გამოჩნდა ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი, შეხვედრა აქტიურად დაიწყო. განსაკუთრებით ახალგაზრდა ლევან შარიქაძის კარგი თამაშია აღსანიშნავი. პირველად სწორედ ის დაემუქრა სტუმართა კარს, თუმცა ამ ეპიზოდში ფოთელთა მეკარემ ლადო ნადირაშვილმა იყოჩაღა. შარიქაძის მორიგ აქტიურობას კი მასპინძელთა პირველი გოლი მოჰყვა - მისი ჩაწოდების შემდეგ ედიკ საჯაიამ მაღალ ნახტომში თავით ლამაზი გოლი გაიტანა.
მომდევნო ეპიზოდისას შარიქაძემ კარგად გაატარა ბურთი და დავით მუჯირი მეკარესთან პირისპირ გავიდა. დაარტყა კიდევაც, თუმცა ბოლო მომენტში დაჩი ფოფხაძემ განმუხტა მდგომარეობა.
29-ე წუთზე ჯაბა დვალს მართებდა გატანა. მან გაბუნიას შეცდომით ისარგებლა, გორგიაშვილთან "კედელი" გაითამაშა და ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩენილმა ტექნიკური დარტყმით მეკარისთვის თავზე ბურთის გადაგდება მოინდომა, თუმცა ხარიხას გადააცილა.
მეორე გოლმაც დიდხანს არ დაიგვიანა. მარჯვენა ფრთიდან თეიმურაზ ღონღაძის ჩაწოდების შემდეგ თორნიკე აფციაურმა მოხდენილი თავური დარტყმით გაახვია ბურთი ბადეში.
ტაიმის ბოლოს გუნდებმა თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს. ჯერ მუჯირის ყუმბარისებური საჯარიმო დარტყმა ნადირაშვილმა მუშტებით მოიგერია, ფოთელთა შეტევას კი ბექა ტუღუში აგვირგვინებდა, მაგრამ მისი დარტყმა როინ კვასხვაძემ გააუვნებელყო.
ზემოთაც ვთქვით, რომ შესვენების შემდეგ მატჩის სცენარი მთლიანად შეიცვალა. როგორც ჩანს, ზესტაფონელებმა გამარჯვებისა ნაადრევად ირწმუნეს, ცოტათი მოეშვნენ და ამის გამო კინაღამ დაისაჯნენ.
მატჩის განახლებისთანავე პავლე დათუნაიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაარტყა და კვასხვაძემ რთული ბურთი მოიგერია. ფოთელთა ნახევარმცველს ვალში არც შარიქაძე დარჩა და ცოტა ხანში ისეთი "დააქუხა", რომ ნადირაშვილს კარის გადასარჩენად მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა.
63-ე წუთზე დათუნაიშვილმა საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა, ბურთი მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა და მატჩს ინტრიგა შესძინა.
ფოთელთა გოლის შემდეგ მდგომარეობაც უფრო დაიძაბა და თამაშიც მეტად საინტერესო გახდა. მალე შეცვლაზე შემოსულმა ლაშა ქებაძემ მასპინძლები კინაღამ მეორეჯერ დასაჯა, თუმცა მისი უძლიერესი დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს. აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში ლუკა გუგუჩია და ოვონიკოკოც.
აქვე ერთ ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. 22 აპრილს ზესტაფონელებმა "სამართლიანი თამაშის" მისაბაძი მაგალითი გვიჩვენეს. პავლე დათუნაიშვილი მეტოქის საჯარიმოში იყო წაქცეული, ოვონიკოკოს და გუგუჩიას კი სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინება შეეძლოთ, თუმცა აფრიკელმა კარში არ დაარტყა, გუგუჩიამ კი ბურთი აუტში გადააგდო და "ფეარ პლეის" პრინციპები ბოლომდე დაიცვა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მეორე ეტაპი. VIII ტური. პლეი ოფი
სხვა მატჩები
დილა-დინამო 0:0 (იხილეთ ვრცლად)
მერანი-ტორპედო 3:0 (იხილეთ ვრცლად)
ბაია-მეტალურგი 0:1
გოლი: გ.კვარაცხელია (7)
IX ტური
28 აპრილი, შაბათი
ბაია-კოლხეთი
მეტალურგი-დილა
მერანი-დინამო
ტორპედო-ზესტაფონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"