დილა-ბაია 3:1 - გორელებმა შინ მათე ვაწაძის დუბლით გაილაღეს

AutoSharing Option
02. 05. გორი. თ. ბურჯანაძე. 3000 მაყურებელი
დილა-ბაია 3:1
1:0 ვაწაძე (12), 2:0 ბეჭვაია (37), 3:0 ვაწაძე (53)

დილა ბაია
4-4-2 4-5-1
სკენდერი მაქაცარია
ალადაშვილი პაჭკორია
სალუქვაძე აფაქიძე
თოთაძე ტყებუჩავა
მეგრელიშვილი აკობია
კახელიშვილი ზარნაძე
კაშია ქვარცხავა
ბეჭვაია ნ. შონია
გურული გაბედავა
ხოჯავა სიხარულია
ვაწაძე კუკავა
მწვრთნელი მწვრთნელი
თ. შალამბერიძე გ. ტყებუჩავა

დილა
70. ვაწაძე - ბარაბაძე
74. კაშია - არზიანი
78. ხოჯავა - ახალკაცი
სათადარიგოები: შეყრილაძე, კანდელაკი, ნ. ნოზაძე, ინწკირველი

ბაია
59. პაჭკორია -შ. ლომია
69. შონია - ენდელაძე
80. სიხარულია - ფარჯიკია
სათადარიგოები: ჯომიდავა, გამრეკლიძე, ეხვაია, აქუბარდია

გაფრთხილება: სალუქვაძე (29), მეგრელიშვილი (51), ლომია (85)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

რაც გორში ფეხბურთი დაბრუნდა, "დილამ" საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მხოლოდ ერთადერთხელ შეაგდო გოლი მეტოქის კარში. სამაგიეროდ, ახლა "ბაიასთან" გაილაღა და ცოტა დააკლდა, რომ დიდი ანგარიშით მოეგო.

შეხვედრის დებიუტის ოდნავ მძიმე დასაწყისის მიუხედავად, პირველ გოლამდე სულ 12 წუთი მოგვიწია ლოდინი. ამ დროს მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთის გამოტანა გიორგი პაჭკორიას გაუჭირდა და იქვე ჩასაფრებულმა მათე ვაწაძემ მეორე ცდაზე, მაგრამ მაინც შეაგდო.

გატანილი გოლის მერე "დილას" ფრთები შეესხა. მასპინძლებმა დამაჯერებლად გაათამაშეს მეტოქის ნახევარზე ბურთი და ზუგდიდელთა კართან სახიფათო მომენტებმაც იმატა.

როგორც ველოდით, "ბაია" კონტრშეტევებზე აგებდა საკუთარ თამაშს, რაც, სხვათა შორის, საკმაოდ მწვავედაც გამოსდიოდა. განსაკუთრებით, მათი ერთადერთი ფორვარდის, ლაშა კუკავას გარჯაა აღსანიშნავი, რომელმაც მასპინძელთა მცველებს არაერთხელ შეუქმნა პრობლემები. თუმცა "დილას" ქომაგები პირველად არა მან, არამედ ნიკა შონიამ აანერვიულა, როდესაც დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ძელი შეაზანზარა.

თითქოს ამას უპასუხაო, რამდენიმე წუთში გიგა ბეჭვაიამ ზუსტად იგივე მანძილიდან გაისროლა და ანგარიში 2:0 გახდა.

ტაიმის ბოლომდე ვაწაძეს კიდევ რამდენჯერმე მიეცა საგოლე შანსი, თუმცა მათე ზუსტად ვერ მოქმედებდა და საკუთრივ, დუბლის გაფორმება მეორე ტაიმისთვის გადადო.

შესვენებამდე და მატჩის განახლებიდან რამდენიმე წუთში კუკავა ორჯერ დაუსხლტა მეურვეებს, მაგრამ ჯერ სკენდერმა გამოიჩინა თავი, მეორედ კი მცველებმა ბოლო წამს განმუხტეს საფრთხე.

საერთოდ, მეორე ტაიმი კიდევ უფრო თვალსასეირო სანახავი იყო. ტაიმის დასაწყისში ისევ მართებდა გატანა ვაწაძეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულზე ლაშა სალუქვაძის ახლოდან დარტყმული ლევან ტყებუჩავამ გამოიტანა ცარიელი კარიდან. სანდრო გურულის მახვილგონივრული პასით ბეჭვაია გავიდა სახეირო პოზიციაზე, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

ერთ წუთში კი გურულმა, რომელიც მთელ მატჩში განსაკუთრებით შესამჩნევი ფიგურა იყო მოედანზე, ახლა უკვე ვაწაძეს გაუკეთა გამოზომილი პასი. მათემაც დაუფასა თანაგუნდელს გარჯა და ლამაზი თავურით ანგარიში გაასამა! მე-60 წუთზე ოდნავ ყურადღებამოდუნებულ მასპინძლებს კუკავა ისევ გაექცათ. საჯარიმოში შესულმა სტუმართა თავდამსხმელმა დაარტყა კიდეც, თუმცა სკენდერის ხელიდან ძელს მოხვდა ბურთი. მერე შოთა ლომიამ დაამატა ახლოდან, მაგრამ ხორვატმა მეკარემ ამჯერად უკვე ხელში გააქვავა.

დარჩენილ დროში გიორგი კახელიშვილის მიერ ფლანგზე შესრულებული შესანიშნავი დრიბლინგი გვინდა აღვნიშნოთ, რომელიც გამოზომილი პასით დასრულდა ბარაბაძის მისამართით, თუმცა ამ უკანასკნელმა ბურთი ორიოდ მეტრიდან კარს ააცილა (!).

თავის მხრივ, სტუმართა მცდელობას შედეგი მაინც მოჰყვა. შეხვედრის მიწურულამდე რვა წუთით ადრე ახალშემოსულმა აკაკი ფარჯიკიამ, რომლის თამაშში ჩართვასაც სტადიონზე მოსული ზუგდიდელი გულშემატკივარი პირველი ტაიმიდან მოყოლებული გოჩა ტყებუჩავას ხმამაღლა მოუწოდებდა, გოლი შეაგდო. აი, ასე გადაურჩა "ბაია" დიდი ანგარიშით მარცხს.

მატჩის შემდეგ
გოჩა ტყებუჩავა (ბაია): "მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ურიგოდ არ გვითამაშია. ყოველ შემთხვევაში, ამ ანგარიშით მარცხს მაინც არ ვიმსახურებდით. ჩვენმა ფეხბურთელებმა არაერთი საგოლე მომენტი გააფუჭეს. აღსანიშნავია სკენდერის კარგი თამაშიც".

თემურ შალამბერიძე (დილა): "შედეგით, ცხადია, კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა, სასიამოვნოა, რომ ჩვენი ფეხბურთელების გარჯაში იკვეთება ის ელემენტები, რომლებიც გუნდის თამაშის სტილის ჩამოსაყალიბებლად გვჭირდება".

"იოლი და გულუხვი"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ...რა გეშველებათ ამ ლელოს :))) რა ვაწაძის დუბლი, პირველი გოლი სანდრო გურულმა გაიტანა და ვაწაძემ მე–3 გაიტანა მარტო :))))
ქოთოლა
13:27 03-05-2012
0
ეხ, ვაწაძემ არა იმან, სად იყო ბალახაძე თბილისიდან უყურებდა? 1ლი გურულმა გაიტანა
dito
14:54 03-05-2012
0

სიახლეები პოპულარული