ზესტაფონი-მერანი 3:0 - We Are The Champions!

AutoSharing Option
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ პუბლიკა გაირინდა, სტადიონის დიქტორმა კი გამოაცხადა, რომ რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონია" და We Are The Champions ჩაირთო. ტრიბუნები ახმაურდა და იქ ნამდვილი საზეიმო განწყობა შეიქმნა.

თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საზეიმო განწყობაზე სულაც არ იყვნენ გუნდის ფეხბურთელები. დიქტორმა "ზესტაფონის" ყველა მოთამაშისა და მწვრთნელის გვარი გამოაცხადა. მათ ქომაგებს მადლობა გადაუხადეს და მოედანი მალე დატოვეს.

აი, ასეთი გამოდგა საქართველოს ჩემპიონატის ფინიში.

დღევანდელი გადასახედიდან, არცთუ დიდია იმის შანსი, რომ ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონისთვის" სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მოვლენათა განვითარებას მაინც
უნდა დაველოდოთ - ფაქტია, რომ სფფ-ს შექმნილ სიტუაციაზე უფრო ამომწურავი და უფრო კომპეტენტური პასუხის გაცემა მართებს.

მეტისმეტად უსიამოვნო და, შეიძლება ითქვას, სამარცხვინო პრეცედენტს კი, უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ ავცდით.

უშუალოდ თამაში კი, როგორც მოსალოდნელი იყო, "ზესტაფონის" საგრძნობი უპირატესობით დაიწყო და მთელი 90 წუთის განმავლობაში ასეთი სურათი იყო შექმნილი. მასპინძლები მარტვილელთა ნახევარზე ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დამკვიდრდნენ და ჩვეულ კომბინაციურ სტილში "მერანის" კარზე სწრაფი იერიშები მიიტანეს.

უკვე მე-2 წუთზე დავით მუჯირმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა, მერვეზე კი ჯაბა დვალის დარტყმა მეკარემ მოიგერია. ამას თორნიკე გორგიაშვილის უშედეგო მცდელობა მოჰყვა. "ზესტაფონი" კი მეტოქეზე ზეწოლას აძლიერებდა და ნათელი გახდა, რომ გოლი დროის ამბავი იყო. ეს დრო კი 33-ე წუთზე დადგა. დვალმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა შოთა გრიგალაშვილი, რომელსაც ორმა მეურვემ ზუსტ და ძლიერ დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა - 1:0.

"ზესტაფონი" ამას არ დასჯერდა და ანგარიში და თამაში კვლავ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის კარნახით გაგრძელდა. დვალმა ზედიზედ ორჯერ გაუშვა ხელიდან კარგი საგოლე შანსი, მუჯირს კი "მერანის" კარის დარაჯმა არ გაატანინა. ტაიმის მიწურულს კი გრიგალაშვილმა დუბლი შეასრულა - დვალის გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით ეფექტურად გაიტანა.

საგოლე ეპიზოდების ნაკლებობა არც მეორე ტაიმში იყო, თუმცა ფეროელებს ხან სიზუსტე ღალატობდათ, ხანაც ჯონი შეროზია ახერხებდა ხიფათის განმუხტვას. გატანა შეეძლოთ მუჯირს, თორნიკე აფციაურსა და ლევან შარიქაძეს, თუმცა ანგარიში კვლავ მათ შეცვალეს, ვინც წინა საგოლე კომბინაციებში მიიღეს მონაწილეობა. გრიგალაშვილმა კვლავ დვალის პასი მიიღო და ამჯერად საჯარიმოს გარედან გაიტანა - 3:0.

რაც ნამატჩევს მოხდა, ამის შესახებ თავში გითხარით, დანარჩენ საინტერესო სიახლეებს კი უახლოესი დღეებისთვის უნდა ველოდოთ.

"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი თავის გუნდს ჩემპიონად მიიჩნევს და ამავე აზრზეა კლუბის ყველა წარმომადგენელი.

"ზესტაფონი" ჯერ ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ შედეგებს დაელოდება და ამის მიხედვით იმოქმედებს.

20.05. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 2 000 მაყურებელი
ზესტაფონი-მერანი 3:0
1:0 შ. გრიგალაშვილი (31. დვალის პასით), 2:0 შ. გრიგალაშვილი (44. დვალის პასით), 3:0 შ. გრიგალაშვილი (61. დვალის პასით)

ზესტაფონი მერანი
4-4-2 4-2-3-1
რ. კვასხვაძე შეროზია
ღონღაძე კიკალიშვილი
კობახიძე იობაშვილი
გ. ონიანი მელიავა
ელიავა სუხიაშვილი
აფციაური დიდავა
მენთეშაშვილი მანწკავა
გორგიაშვილი ტორონჯაძე
შ. გრიგალაშვილი ე. გრიგალაშვილი
დ. მუჯირი ბოხუა
დვალი ტაპე

მწვრთნელები
გ. ჭიაბრიშვილი მ. ჟვანია

ზესტაფონი
58. მუჯირი - შარიქაძე
65. აფციაური - გუგუჩია
75. გორგიაშვილი - ბაბუნაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, რაჟამაშვილი, წინამძღვრიშვილი, ოვონიკოკო

მერანი
56. ტაპე - ფონიავა
71. მანწკავა - ტორაძე
სათადარიგოები: შენგელია, კაკუშაძე, ვართაგავა, წოწორია, ამბროლაძე

გაფრთხილება: ე. გრიგალაშვილი (38), კობახიძე (81), ონიანი (85)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

სატურნირო ცხრილი
შენიშვნა: ცხრილი მომზადებულია www.uefa.com-ის მიხედვით

Sportall.Ge

ზესტაფონშიც საჩემპიონო ზეიმია! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოკაია ახალკაცის დრო აგარაა....
arti
10:06 21-05-2012
0
arti ახალკაცის მიშას დასმული იყო და სიჭინავაც, არანაირი სხვაობა არაა, ასეთი სამარცხვინო ფურცელი არასდროს ჩაწერილა, დებულებას რო შეადგენ და ფედერაციის პრეზიდენტი იტყვის 8 გუნდში შედეგები იგულისხმებოდო, რაღაზე უნდა ილაპარაკო, ყველა არგუმენტით იურიდიულად ზესტაფონია ჩემპიონი, და შენ და შე
iuri
10:17 21-05-2012
0

სიახლეები პოპულარული