"ზესტაფონსა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის არსებულ საჩემპიონო დავასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი სხდომაზე დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მსჯელობდა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, აღმასკომმა დეტალურად განიხილა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გუნდების მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონად ცხადდება ის გუნდი, რომელსაც სრული ჩემპიონატის განმავლობაში აქვს მეტი მატჩი მოგებული.
სიჭინავას განმარტებით, დებულების ამ პუნქტის მიხედვით, გამარჯვებულად ცხადდება "ზესტაფონი".
დამატებითი იურიდიული განმარტებები მიღებულ გადაწყვეტილებასა და
საქართველოს ჩემპიონატი 20 მაისს დასრულდა. "ზესტაფონმა" და "მეტალურგმა" თანაბარი ქულები დააგროვეს. 20 მაისს ორივე გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა.
წელს საღოლ ფედერაციას(და არა მარტო იმიტომ,რომ მე ზესტას ფანი ვარ).სამართლიანი გადაწყვეტილება იყო დღეს.გამეხარდა ძალიან ყველას გილოცავთ