ბუბა ტყავაძე: აღმასკომის გადაწყვეტილება უსამართლოა!

AutoSharing Option
"მეტალურგი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ამის შესახებ "ლელოს" რუსთავის "მეტალურგის" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ უთხრა. 21 მაისს იგი ფედერაციაში აღმასკომის დასრულებიდან მცირე ხნის შემდეგ მივიდა.

"ჩვენი პოზიცია ცალსახაა - აღმასკომის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მივიჩნევთ და მის გაპროტესტებას ვაპირებთ. ჩვენი იურისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.

ფეხბურთის ფედერაციაში ვნახე ზვიად სიჭინავა და მას აღმასკომის სხდომის ოქმი ვთხოვე. მითხრეს, რომ მას მხოლოდ მეორე დღეს გადმომცემდნენ.

ხვალ (22 მაისს, რედ.) გავეცნობით ამ ოქმს და ამის შემდეგ უფრო დეტალურად შემეძლება იმაზე საუბარი,
თუ სად და როგორ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას",
- გვითხრა ტყავაძემ.

ჩვენ კი ვაპირებთ, "ლელოს" 23 მაისის ნომერში მისი ინტერვიუ შემოგთავაზოთ და "მეტალურგის" პოზიცია უფრო ვრცლად დავაფიქსიროთ.

ბუბა ტყავაძე: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი გინდოდა უსამარტლოდ ჩემპიონობა მაგარმ ვერ მოგართით სადაც შეგხვდა ზესტა ყველგან დაგცაგრატ და კიდე პრეტენზია გავს რამეზე???
roini
10:48 22-05-2012
0
ნამუსიც კარგი საქონელია, მაგრამ უნამუსოც ხომ მაგარი საქონელია? რაღა უნდა, ეხლა სასამართლომაც რომ გაამტყუნოს და უფრო შეულახოს ღირსება ”მეტალურგს”?
beqa megrelishvili
16:09 22-05-2012
0

სიახლეები პოპულარული