გორის ”დილა” ტრიბუნას ისევ აამაღლებს

AutoSharing Option
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზამთრიდან მიმდინარეობს. გორის "დილას” ხელმძღვანელებმა იქ თავდაპირველად მოედნის მწვანე საფარი შეცვალეს, შემდეგ კი სტადიონის დასავლეთი ტრიბუნის დემონტაჟი მოახდინეს და ხელახლა ააგეს.

რემონტის გამო, "დილამ” ზამთრის შესვენების მერე სეზონი თბილისში განაახლა. საკუთარ მოედანზე კი მარტიდან მაშინ დაბრუნდა, როდესაც სამუშაოების ის აუცილებელი ნაწილი დასრულდა, რომელიც მატჩის გასამართადაა საჭირო, ანუ საშხაპე-გასახდელები და მსაჯთა ოთახი მოეწყო.

ტრიბუნის დარჩენილი ნაწილის აშენება და კეთილმოწყობა ევროტურნირებამდე ვერ მოესწრო. შესაბამისად, "დილამ” დანიურ "ორჰუსსაც” თბილისში უმასპინძლა და მომდევნო ეტაპზე "ანორთოსისსაც”
იქვე მიიღებს. მიუხედავად ამისა, კლუბის პრეს-ატაშე ზურაბ კარტოზიას ინფორმაციით გორელები ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტზე შინ ჩვეულებრივ ითამაშებენ, ისევე, როგორც გასული სეზონის მიწურულს.

სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასაწყისში დასავლეთ ტრიბუნა უწინდელზე უფრო მაღალი იყო გათვლილი, თუმცა ბოლო ხანს თავდაპირველ პროექტს კიდევ ერთი სართულიც დაამატეს. პირველზე - გასახდელები, მსაჯების, მატჩის დელეგატის ოთახები განთავსდება, მეორე-მესამეზე VIP და პრეს-ლოჟები, ბარები, მეოთხეზე კომენტატორთა ოთახები, ბარები. მომავალში იგეგმება სტადიონის ჩრდილოეთის ტრიბუნის მოწესრიგებაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული