შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამოსთან" მატჩში ანგარიში დვალმა გახსნა.
"სასიხარულოა, რომ "დინამოს" შემადგენლობაში პირველი გოლი გავიტანე. პირველი თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა მთავარი ის არის, რომ 3:0 მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ.
ძალიან ცხელოდა და საფარიც არ იყო კარგ მდგომარეობაში, ამიტომ რთული თამაში გამოვიდა. მინდა ჩვენ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ასევე თანაგუნდელებსაც. მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ.
რაც შეეხება ჩემს დებიუტს თბილისის
ისევ ვაპირებ თუ არა ბომბარდირობას? რა თქმა უნდა, საუკეთესო ბომბარდირობას ყოველ წელიწადს ვაპირებ.
თავდამსხმელი ვარ და მაგის მონდომება და სურვილი ყოველ წელს მაქვს. ყოველ წელს რომ გავხდე საუკეთესო ბომბარდირი ძალიან გამიხარდება", - თქვა დვალმა.
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" და საჩხერის "ჩიხურას" ჯერ ვერავინ აჩერებს
ჯაბა დვალი "ზესტაფონის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს