ვივარაუდეთ, რომ არაერთი წამყვანი ფეხბურთელის გასხვისების მიუხედავად, "მერანი" შინ გამარჯვებისთვის იბრძოლებდა და ასეც მოხდა. მეტიც, მალხაზ ჟვანიას გუნდმა ეს ამოცანა წარმატებით განახორციელა.
ნაწვიმარ მოედანზე მატჩი დიდად სანახაობრივი არ გამომდგარა, მაგრამ, სამაგიეროდ, მასპინძლებმაც და სტუმრებმაც წარმატებისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს.
შეხვედრის ბედი კი პირველი ტაიმის მიწურულს გასულმა გოლმა გადაწყვიტა. 37-ე წუთზე ყოფილმა სიონელმა გიორგი რეხვიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ბურთი "ჩიხურას" კარში მიწიდან ასხლეტით აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში სოსო ფრუიძის
საბოლოოდ კი "მერანმა" მოპოვებული უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება შეძლო და დღეისთვის სატურნირო ცხრილში მეოთხე საფეხურზეა, რაც ნამდვილად დიდ სიურპრიზად უნდა შევაფასოთ.
საქართველოს პრემიერლიგა. IV ტური
2.09. მარტვილი. ცენტრალური. 800 მაყურებელი
მერანი-ჩიხურა 1:0
გოლი: 1:0 რეხვიაშვილი (37)
მერანი ჩიხურა
4-4-2 4-2-3-1
შეროზია სომხიშვილი
მჭედლიშვილი ოდიკაძე
იობაშვილი ბაკურაძე
გ. ჟვანია ლ. ჭელიძე
ქარქუზაშვილი ქიმაძე
დიდავა ბერიანიძე
ნ. ნოზაძე დიღმელაშვილი
ფონიავა ლომაშვილი
ამბროლაძე ნ. კვასხვაძე
ს. ლომია დეკანოიძე
რეხვიაშვილი გოცირიძე
მწვრთნელები:
მ. ჟვანია ს. ფრუიძე
მერანი
74. ფონიავა - ბუკია
80. რეხვიაშვილი - ბ. ჩხეტიანი
86. ქარქუზაშვილი - მელიავა
სათადარიგოები: ბერია, კიკალიშვილი, გეგეჭკორი, კურტანიძე
ჩიხურა
58. დიღმელაშვილი - ზაბახიძე
65. ლომაშვილი - მუმლაძე
71. დეკანოიძე - გ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: მწყერაშვილი, მურველაშვილი, ძამსაშვილი
გაფრთხილება: დიდავა (66), სომხიშვილი (66), ლომია (87)
არბიტრი: ხ. გაგნიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"