ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3 - დამაჯერებლად შესრულებული მისია

AutoSharing Option
ვიდეო
"ვიტ ჯორჯიას" მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ საშინაო გამარჯვება არ მოუპოვებია და ეს სერია მინიმუმ 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება - ამ დღეს ვეტერინარები ფოთის "კოლხეთს" მასპინძლობენ.

რაც შეეხება 7 ოქტომბერს გამართულ მატჩს, მისი ფავორიტი "ტორპედო" იყო და ქუთაისელებმა სტატუსის შესაფერისად ითამაშეს - მატჩის დიდი დროის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

გია გეგუჩაძის გუნდმა პირველივე ტაიმში შეძლო სამი ქულისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა. შეხვედრის დებიუტში ნიკოლოზ დაუშვილმა ალექსანდრე კვახაძის სახიფათო დარტყმა მოიგერია, ტაიმის მიწურულს კი "ტორპედომ" გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია.

გიორგი ბერიაშვილმა და გიორგი
დათუნაიშვილმა
მასპინძელთა კარი დაახლოებით ერთი პოზიციიდან, საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული ძლიერი დარტყმით დალაშქრეს. აქედან უფრო ეფექტური კი დათუნაიშვილის გოლი იყო.

"ვიტ ჯორჯიას" მდგომარეობის გამოსასწორებლად ცდა არ დაუკლია და მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის გადარჩენის რეალური შანსიც გაუჩნდა - კვახაძემ საკუთარ საჯარიმოში გურამ ადამაძე წააქცია, თერთმეტმეტრიანი კი ბესიკ ჩიმაკაძემ გამოიყენა და ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

თუმცა სამიოდე წუთში ლაშა კასრაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მერაბ კოჭლაშვილის გუნდი, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გასაკვირი აღარ იყო, რომ ორბურთიანი სტატუს-ქვო აღდა. ნიკოლოზ საბანაძემ გრიგოლ დოლიძის კარგი გადაცემით ერთხელ ვერ ისარგებლა, თუმცა მალე შეცდომა გამოასწორა და თავი სწორედ დოლიძის პასით გამოიჩინა - 1:3.

დარჩენილ წუთში მეტოქეებმა თითო მომენტი გაცვალეს - ომარ მიგინეიშვილის შეცდომას კინაღამ კურიოზული გოლი მოჰყვა, შეცვლაზე შესულ გიორგი ფანცულაიას კი ვიტელთა მეკარემ არ გაატანინა.

"ტორპედომ" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა, "ვიტ ჯორჯიასთვის" კი ეს მარცხი ტრაგედია არ უნდა იყოს - ვეტერინარებს, უპირველესად, უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში მართებთ ქულათა მარაგის შევსება.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტური
7.10. მცხეთა. მცხეთა პარკი. 200 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (37), 0:2 გ. დათუნაიშვილი (41), 1:2 ჩიმაკაძე (57. პენ.), 1:3 საბანაძე (78. დოლიძის პასით)

ვიტ ჯორჯია ტორპედო
5-4-1 4-4-2
ნ. დაუშვილი მიგინეიშვილი
ხურცილავა რიგვავა
გოგიაშვილი კვახაძე
ადამაძე ზ. ჭელიძე
გეთიაშვილი გ. გურული
ჯავაშვილი დოლიძე
ვასაძე გ. დათუნაიშვილი
გურ. გურეშიძე კუხიანიძე
კასრაძე ე. გრიგალაშვილი
დავლაშელიძე ბერიაშვილი
ჩიმაკაძე საბანაძე

მწვრთნელები
მ. კოჭლაშვილი გ. გეგუჩაძე

ვიტ ჯორჯია
46. დავლაშელიძე - კორიფაძე
80. ჯავაშვილი - გაბრიჭიძე
სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, ღიბრაძე, ზაქრაძე, ლობჯანიძე

ტორპედო
61. ე. გრიგალაშვილი - გიგაური
74. ბერიაშვილი - ფანცულაია
81. საბანაძე - ფირცხალავა
სათადარიგოები: ქვილითაია, შერგელაშვილი, ვ. ბოლქვაძე, ტუღუში

გაფრთხილება: კასრაძე (33), დავლაშელიძე (39), ფირცხალავა (82)

გაძევება: კასრაძე (60)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 9 6 2 1 25-6 20
2 ტორპედო 9 6 1 2 21-7 19
3 ჩიხურა 9 5 2 2 11-8 17
4 დილა 9 5 1 3 13-7 16
5 ზესტაფონი 9 4 2 3 10-6 14
6 ზუგდიდი 9 3 5 1 10-6 14
7 მეტალურგი 9 4 0 5 6-12 12
8 მერანი 9 4 0 5 6-14 12
9 დინამო (ბთ) 9 2 2 5 10-17 8
10 ვიტ ჯორჯია 9 2 2 5 7-14 8
11 სიონი 9 1 4 4 9-17 7
12 კოლხეთი 9 0 3 6 4-17 3

ბომბარდირები
დვალი (დინამო თბილისი) 7
ჯორბენაძე (დინამო ბათუმი) 6
ჯიქია (სიონი) 5
ჩისკო (დინამო თბილისი) 4
ალვარო (დინამო თბილისი) 4
მერებაშვილი (დინამო თბილისი) 4
საბანაძე (ტორპედო) 4
ჩიმაკაძე (ვიტ ჯორჯია) 4

X ტური
20 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-დილა
ზესტაფონი-ზუგდიდი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-ჩიხურა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
მერანი-დინამო (თბ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული