მიკელ ალვარო: პირველ ტაიმში ფაქტობრივად ყველა შეტევა გოლით დავასრულეთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ მარტვილის "მერანთან" (4:0) საქართველოს ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ალვარომ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლის გაფორმება შეძლო.

"თამაში კარგად დავიწყეთ და სწრაფი გოლის გატანაც მოვახერხეთ. კონტრშეტევებზე ხშირად გადავდიოდით და პირველ ტაიმში ფაქტობრივად ყველა შეტევა გოლით დავასრულეთ.

რა თქმა უნდა გახარებული ვარ, რომ ორი გოლის გატანა შევძელი. გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ",
- თქვა ალვარომ.

fcdinamo.ge


ასევე იხილეთ:
დუჰაშ უჰრინი: აქცენტს სწრაფ გოლზე ვაკეთებდით, რამაც გაამართლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული