ზუგდიდი-ტორპედო 2:1 - გია გეგუჩაძე ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
31 ოქტომბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრე დაიწყო. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა ქუთაისის "ტორპედომ" განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდთან" გამართა მატჩი.

გია გეგუჩაძის გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა, რითაც სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა 4 ქულამდე გაზარდა, მდევარ გორის "დილას" კი ქულებით გათანაბრების საშუალება მისცა.

ქუთაისელი ფეხბურთელები მე-40 წუთზე დაწინაურდნენ. გატანილი გოლის ავტორი ნიკა ფირცხალავა გახდა. თუმცა ტორპედოელთა გოლის შემდეგ ზუგდიდელებმა ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ დაწინაურებაც მოახერხეს.

54-ე წუთზე ჯერ დავით გამეზარდაშვილმა შეაგდო (1:1), ხოლო 69-ე
წუთზე ირაკლი ქობალია გამოირჩა - 2:1.

სხვათა შორის, მსგავსი სცენარით წარიმართა წინა ტურის მატჩიც "ზუგდიდსა" და "მეტალურგს" შორის.

მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი):
"ჩემი ბიჭების მიმართ საქებარ სიტყვებს არ დავიშურებ. ეს გამარჯვება მათი მონდომებისა და მინდორზე ბოლომდე გარჯის შედეგია. ვულოცავ ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას, "ტორპედოს" კი წარმატებებს ვუსურვებ".


გია გეგუჩაძე (ტორპედო):
"ვერ ვიტყვი, რომ საჩემპიონო რბოლას გამოვეთიშეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ.

ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც იყო. მოიგო იმან, ვინც მეტად კონცენტრირებული იყო. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ".


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
31.10. განმუხური. ცენტრალური. 1 000 მაყურებელი
ზუგდიდი-ტორპედო 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ფირცხალავა (40), 1:1 გამეზარდაშვილი (54), 2:1 ქობალია (69)

ზუგდიდი ტორპედო
ძაგანია მიგინეიშვილი
რ. ონიანი ზ. ჭელიძე
ს. თოდუა კვახაძე
გამეზარდაშვილი რიგვავა
დ. ფოფხაძე გ. გურული
ტყემალაძე გიგაური
სიხარულია ფირცხალავა
წურწუმია დოლიძე
კოშკაძე კუხიანიძე
გაბედავა საბანაძე
ქობალია ტუღუში

მწვრთნელები:
ე. ქომეთიანი გ. გეგუჩაძე

ზუგდიდი
70. წურწუმია - შ. ლომია
78. კოშკაძე - აფაქიძე
85. ქობალია - კუკავა
სათადარიგოები: მერლანი, აკობია, კუტალია, გუგუჩია

ტორპედო
60. კუხიანიძე - ე. გრიგალაშვილი
69. ტუღუში - ვ. ბოლქვაძე
79. ფირცხალავა - ბერიაშვილი
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, შერგელაშვილი, გ. დათუნაიშვილი

გაფრთხილება: საბანაძე (27), კუხიანიძე (50), ფოფხაძე (60), აფაქიძე (82), გაბედავა (85)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული