ბოლნისის "სიონი": პრემიერლიგის ჩამოყალიბებას მეტი დაფიქრება სჭირდება

AutoSharing Option
კლუბების შეხვედრაზე სახეცვლილი პროფესიული ფეხბურთის ლიგის (პრემიერლიგა) აღდგენა გადაწყდა.

შეხვედრას მედია არ დაასწრეს და ვიცოდით, რომ კლუბებმა ინიციატივა მოიწონეს, მერე კი თანადგომისთვის მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას - ისინი ქართულ ფეხბურთში ჩადებული თანხის (სავარაუდოდ, ფედერაციისთვის განკუთვნილი ყოველწლიური 7 მილიონი ლარის, ან მისი ნაწილის) ეროვნულ ჩემპიონატისკენ გადამისამართებას ითხოვენ.

მიუხედავად შეთანხმებისა, ყველა კლუბს ერთგვაროვანი რეაქცია არ აქვს - ზოგი წამოწყებას ოპტიმისტურად უყურებს, ზოგიც - პესიმისტურად.

საინტერესოა ბოლნისის "სიონის" პოზიცია, რომელსაც დღემდე ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე
პატრონობდა.

"ლელო" ბოლნისელთა გენერალურ დირექტორს, ნუგზარ ლომთაძეს ელაპარაკა:

"პრემიერლიგის ჩამოყალიბება ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება და ამიტომაც გვსურს, ყველა დეტალი მის დაფუძნებამდე მოგვარდეს და არა შემდეგ.

არის ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

შეკრებაში არ მონაწილეობდნენ "დილას", "ჩიხურასა" და ფედერაციის წარმომადგენლებ
ი, არადა, ამ უკანასკნელთან საკითხების შეთანხმება აუცილებელია. "ტორპედოსაც" რაღაცები აქვს გასარკვევი.

დღეისათვის არსებული მდგომარეობა არ მაკმაყოფილებს და კონკრეტული კითხვებიც მაქვს - რა სახსრებით იარსებებს ორგანიზაცია, საიდან დაფინანსდებიან მსაჯები, ვინ ჩაატარებს პირველ ლიგას, დუბლშემადგენლობების ტურნირს და ჭაბუკთა ლიგას, არის თუ არა საამისო სახსრები, გუნდებს გაეზრდებათ საწევრო შენატანი თუ შემოსავალი...

არის სახელმწიფოს დაფინანსების იმედი, მაგრამ რას, როგორ და როდის მოგვცემს, ამაზე ჯერ კიდევ უნდა ვიმუშა
ოთ.

ეს პროცესი ზაფხულშიც ნაჩქარევად მიმდინარეობდა, ივლისში გაჟღერებული პროექტის 2-3 კვირაში განხორციელება გადაწყდა. ახლა არსად გვეჩქარება. მთავარია, საკონსულტაციო საბჭო შეიქმნას, რომელიც აბსოლუტურად ყველა საკითხს მოამზადებს, პრემიერლიგამ გამართულად რომ იმუშა
ოს.

დრო არის და რატომ ვიჩქაროთ? ახალ სეზონამდე დარჩენილ 8 თვეში აბსოლუტურად ყველა საკითხის მოგვარება არის შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენი აზრით, ჩემპიონატი ფედერაციამ უნდა ჩაამთავროს, პრემიერლიგამ კი ახალი სეზონიდან მიხედოს", - ამბობს ლომთაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგის დაარსებამდე წასაკითხი: რა ჭრის საქართველოში - პროექტი თუ ავტორიტეტი?
პროფლიგის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმება შედგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული