დინამო (ბთ)-ტორპედო 0:2 - ქუთათურებმა ხასიათი გამოიკეთეს

AutoSharing Option
28 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის მატჩში ბათუმის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

გია გეგუჩაძის შეგირდებმა წინა ტურში მარტვილში, "მერანთან" განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ ხასიათი ქობულეთში გამოიკეთეს. ქუთათურებმა დაწინაურება მატჩის 23-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილის გოლით შეძლეს. ბათუმელთა კართან დანიშნული საჯარიმო გრიგალაშვილმა ჩააწოდა, რასაც დათუნაიშვილი თავით გამოეხმაურა.

ბექა ტუღუშმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში 51-ე წუთზე, შორეული დარტყმით დააფიქსირა.

მატჩის ბოლო წუთზე მასპინძლებს შეეძლოთ გატანა - ამირან მუჯირმა მარცხენა ფრთიდან საჯარიმო ოსტატურად შეასრულა, თუმცა ომარ მიგინეიშვილმა ბურთი "ცხრიანიდან"
ჩამოიღო.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
28.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 600 მაყურებელი
დინამო (ბთ)-ტორპედო 0:2
0:1 გ. დათუნაიშვილი (23), 0:2 ტუღუში (51)

დინამო (ბთ) ტორპედო
4-2-3-1 4-4-2
პიცანი მიგინეიშვილი
ი. კვეკვესკირი გ. გურული
ხუხია ზ. ჭელიძე
ბაჯელიძე შერგელაშვილი
მაკარიანი რიგვავა
ცანავა დოლიძე
ზ. ლობჟანიძე კუხიანიძე
ტიმჩიშინი ე. გრიგალაშვილი
ა. მუჯირი გ. დათუნაიშვილი
დიასამიძე ტუღუში
ბაციკაძე ბერიაშვილი

მწვრთნელები:
გ. გურული გ. გეგუჩაძე

დინამო (ბთ)
38. ტიმჩიშინი - ბერიძე
57. ბაციკაძე - ცნობილაძე
64. ცანავა - თევდორაძე
სათადარიგოები: ტაკიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, სიჭინავა

ტორპედო
64. დოლიძე - გიგაური
72. ბერიაშვილი - საბანაძე
82. ტუღუში - ფირცხალავა
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, ვ. ბოლქვაძე, ფანცულაია

გაფრთხილება: კვეკვესკირი (46)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული