ლეონარდო რამოსი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

AutoSharing Option
29 ნოემბერს, ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" 24 ნოემბრის მატჩში მომხდარ ინციდენტზეც იმსჯელეს.

მოგეხსენებათ, არბიტრ ლაშა სილაგავას მიერ მატჩისთვის დამატებულ ბოლო, მე-3 წუთზე, ჩვენი გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეონარდო რამოსმა ოთარ ხიზანეიშვილისაგან მუჯლუგუნები ვეღარ აიტანა და მისი მიმართულებით გადააფურთხა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელი მინდვრიდან გააძევა.

დისციპლინარებმა "დილას" 20 წლის ნახევარმცველს სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 პუნქტით (შეფურთხება, ჩადენილი მოთამაშის ან კლუბის ოფიციალური პირის მიერ მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ, მეტოქის და სხვა პირის მიმ
ართ, რომელიც არ ითვლება მატჩის ოფიციალურ პირად) 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს.

კოდექსის დანართი #1-ის პუნქტი 22-ის შესაბამისად კი, ფეხბურთელმა სფფ-ს სასარგებლოდ 1500 ლარი უნდა გადაიხადოს.

აღნიშნული მატჩის მომსახურე 6-მსაჯიანი ბრიგადის მიერ შევსებულ ოქმზე დაყრდნობით, სადისციპლინო კომიტეტმა ოთარ ხიზანეიშვილს 1 მატჩით დისკვალიფიკაცია და 200-ლარიანი ჯარიმა აკმარა.

რაც შეეხება "დინამოსთან" მატჩში 2 ყვითელი ბარათის გამო გაძევებულ გიორგი კახელიშვილს, მას ერთმატჩიანი სასჯელი (ფეხბურთელმა უკვე გამოტოვა "ზესტაფონთან" მატჩი და მომავალ ტურში თამაშის უფლება აქვს) და 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

fcdila.ge

ასევე იხილეთ:
დინამო-დილა 3:0 - საჩემპიონო განაცხადი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული