სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემპიონატი. XVIII ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბამ­დე ოთხი ტუ­რი დარ­ჩა, პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი კითხ­ვე­ბი კი კვლავ მრავ­ლად გვაქვს.

უპირ­ვე­ლე­სად, ის არის სა­ინ­ტე­რე­სო, ვინ გახ­დე­ბა "ზამ­თ­რის ჩემ­პი­ო­ნი". არა­ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა კი სა­უ­კე­თე­სო ექ­ვ­სე­ულ­ში მო­სახ­ვედ­რად გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლის­კენ გვაქვს მიპყ­რო­ბი­ლი.

ამ მხრივ, გა­სულ­მა ტურ­მა ვე­რა­ფე­რი გა­არ­კ­ვია და ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ეს მატ­ჩებ­ში გა­დაწყ­დე­ბა.

უშუ­ა­ლოდ მე-18 ტუ­რი კი უაღ­რე­სად ში­ნა­არ­სი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი გა­მოდ­გა.

უთა­ნას­წო­რო მე­ო­რე ტა­ი­მი
ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი მატ­ჩი "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თა, სა­დაც ჩემ­პი­ო­ნა­ტის ლი­დერ­მა მე­სა­მე­ად­გი­ლო­სანს უმას­პინ­ძ­ლა.

შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ნა­ხა­ვი გა­მოდ­გა - "ჩი­ხუ­რას" სწრა­ფი გო­ლი "დი­ნა­მომ"
უმალ გაქ­ვი­თა. შემ­დეგ მას­პინ­ძ­ლე­ბი და­წი­ნა­ურ­დ­ნენ და სტუმ­რებ­მა წო­ნას­წო­რო­ბა აღად­გი­ნეს.

მოკ­ლედ, პირ­ველ ტა­იმ­ში საჩხე­რე­ლებ­მა დე­და­ქა­ლა­ქე­ლებს ტო­ლი არ და­უ­დეს და არა­ნაკ­ლებ დრა­მა­ტუ­ლი მე­ო­რე ნა­ხევ­რის მო­ლო­დი­ნიც გაგ­ვი­ჩი­ნეს.

თუმ­ცა შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ თა­ნა­ბა­რი ბრძო­ლა აღარ ყო­ფი­ლა - "დი­ნა­მოს" უფ­რო მა­ღალ­მა კლას­მა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და დუ­შან უჰ­რი­ნის გუნ­დ­მა ყო­ჩაღ მე­ტო­ქეს უშან­სოდ სძლია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მრა­ვალ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში ლო­მის წი­ლი ეს­პა­ნე­ლებ­მა და­ი­დეს, რაც ამ სე­ზონ­ში უკ­ვე ჩვე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა. გან­სა­კუთ­რე­ბით, რა თქმა უნ­და, ჩის­კოს ჰეთ-თრი­ქი უნ­და გა­მოვ­ყოთ, რი­სი წყა­ლო­ბი­თაც იგი ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დირ­თა და­ვა­ში თა­ნა­გუნ­დელ ჯა­ბა დვალს გა­უ­ტოლ­და.

თი­თო გო­ლი დვა­ლი­სა და მი­კელ ალ­ვა­როს ან­გა­რიშ­ზეა. მო­ე­და­ნი უგო­ლოდ და­ტო­ვა გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვილ­მა. სა­მა­გი­ე­როდ, მან მო­ე­და­ნი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­გა­რით, სა­მი სა­გო­ლე პა­სით და­ტო­ვა, რაც, ვფიქ­რობთ, ჩის­კოს ჰეთ-თრიქ­ზე არა­ნაკ­ლებ გა­მო­სარ­ჩე­ვი ამ­ბა­ვია.

ასე მო­უ­გო "დი­ნა­მომ" მო­რიგ კონ­კუ­რენტს და "დი­ლას­თან" სამ­ქუ­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

"ჩი­ხუ­რა" კი ამ მარ­ცხ­მა არ უნ­და გა­ტე­ხოს - სო­სო ფრუ­ი­ძის გუნ­დ­მა, მარ­თა­ლია, მე­სა­მე ად­გი­ლი "ტორ­პე­დოს" და­უთ­მო, მაგ­რამ მთა­ვა­რი ბრძო­ლე­ბი წინ არის. ზე­მო­ი­მერ­ლე­ბი კი უდა­ვოდ იმ­სა­ხუ­რე­ბენ ნე­იტ­რა­ლუ­რი ქო­მა­გე­ბის დიდ სიმ­პა­თი­ას.

გა­მარ­ჯ­ვე­ბა კლა­სის ხარ­ჯ­ზე
ტუ­რის მე­ო­რე ცენ­ტ­რა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა რუს­თა­ვის "ფო­ლად­ზე" გა­ი­მარ­თა, სა­დაც ერ­თ­მა­ნეთს უაღ­რე­სად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ - "მე­ტა­ლურ­გი" ზე­ექ­ვ­სე­ულ­ში მო­სახ­ვედ­რი ერთ-ერთი უკა­ნას­კ­ნე­ლი შან­სის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად იბ­რ­ძო­და, "დი­ლას" ამო­ცა­ნა კი "დი­ნა­მოს­თან" სამ­ქუ­ლი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო.

მას­პინ­ძ­ლებს ური­გოდ არ უთა­მა­ში­ათ და საკ­მა­ო­დაც აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ, მაგ­რამ სტუ­მარ­თა უფ­რო მა­ღალ­მა კლას­მა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და სა­მი ქუ­ლა "დი­ლას" ერ­გო.

ამ მარ­ცხით "მე­ტა­ლურ­გი" საკ­მა­ოდ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა ქვე­მოქარ­თ­ლე­ლებს ჯერ კი­დევ აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი სა­უ­კე­თე­სო ექ­ვ­სე­ულ­ში მოხ­ვედ­რის გარ­კ­ვე­უ­ლი შან­სი.

აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ რუს­თავ­ში ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ მწვრთნე­ლად ის­რა­ელ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ორი სპე­ცი­ა­ლის­ტი, გი­ორ­გი ყი­ფი­ა­ნი და გი­ორ­გი და­რა­სე­ლია წარ­ს­დ­გა.

ფა­ვო­რიტ­თა რის­ხ­ვა
მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში "ვიტ ჯორ­ჯი­ამ" არა­ერ­თი ფა­ვო­რი­ტი გა­ამ­წა­რა, გა­სულ ტურ­ში კი მო­რი­გი ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა.

"ზეს­ტა­ფონს" სა­უ­კე­თე­სო დრო­ე­ბა აშ­კა­რად არ უდ­გას, მაგ­რამ "და­ვით აბა­ში­ძე­ზე" გა­მარ­ჯ­ვე­ბა მხო­ლოდ ვე­ტე­რი­ნარ­თათ­ვის კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი გუნ­დის­თ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გია.

ასე რომ, კი­დევ ერ­თხელ მი­ვუძღ­ვ­ნათ სა­ქე­ბა­რი სიტყ­ვე­ბი "ვიტ ჯორ­ჯი­ას" ახალ­გაზ­რ­დულ შე­მად­გენ­ლო­ბას, რომ­ლის­თ­ვი­საც ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არ არ­სე­ბობს.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნა ტურ­ში ვი­ტე­ლებ­მა მცხე­თა­ში "დი­ნა­მოს" ქუ­ლა აარ­თ­ვეს. "ვიტ ჯორ­ჯი­ას" თავ­კა­ცი მე­რაბ კოჭ­ლაშ­ვი­ლი კი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ მოხ­ვ­და "ლე­ლოს" ტუ­რის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რებ­ში.

"ზეს­ტა­ფონ­ზე" კი ახა­ლი რა უნ­და ვთქვათ - ფე­რო­ე­ლე­ბის არას­ტა­ბი­ლურ ას­პა­რე­ზო­ბას ბო­ლო არ უჩანს და მოქ­მედ ჩემ­პი­ონს ჯე­რაც სა­თუ­ოდ აქვს ზე­ექ­ვ­სე­ულ­ში შეს­ვ­ლის სა­კითხი; უფ­რო მა­ღალ მიზ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი კი დღეს სა­ერ­თოდ უსა­ფუძ­ვ­ლოა.

"ზეს­ტა­ფონ­მა" "მე­ტა­ლურ­გის" მარ­ცხით ვერ ისარ­გებ­ლა. არა­და, იმერ­ლებს ახ­ლა­ვე შე­ეძ­ლოთ სა­უ­კე­თე­სო ექ­ვ­სე­ულ­ში მოხ­ვედ­რის ამო­ცა­ნის სა­თა­ვი­სოდ გა­დაწყ­ვე­ტა. თუმ­ცა რუს­თა­ველ­თა მსგავ­სად, ზეს­ტა­ფო­ნე­ლე­ბიც ძა­ლი­ან არა­და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან და დარ­ჩე­ნი­ლი ოთხი ტუ­რი გა­არ­კ­ვევს, რო­მე­ლი მათ­გა­ნი მოხ­ვ­დე­ბა ზე­ექ­ვ­სე­ულ­ში.

ამ ბრძო­ლა­ში დღე­ის­თ­ვის ფა­ვო­რი­ტად ხუთ­ქუ­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბის მქო­ნე "ზეს­ტა­ფო­ნი" გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ ჩემ­პი­ონს თა­ვი ქუდ­ში აშ­კა­რად არ აქვს.

აი, ასე­თი უსი­ა­მოვ­ნო სი­ურ­პ­რი­ზე­ბი მო­უ­ტა­ნა მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­მა ზეს­ტა­ფო­ნელ და რუს­თა­ველ გულ­შე­მატ­კივ­რებს - წი­ნა ჩემ­პი­ო­ნატ­ში მა­თი საყ­ვა­რე­ლი გუნ­დე­ბი ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თ­ვის იბ­რ­ძოდ­ნენ, ახ­ლა კი ამა­ზე ბევ­რად მოკ­რ­ძა­ლე­ბულ ამო­ცა­ნებს შეს­ჭი­დე­ბი­ან.

ფა­ვო­რი­ტი მას­პინ­ძ­ლე­ბის დო­მი­ნი­რე­ბა
ტუ­რის ექ­ვ­სი მატ­ჩი­დან ორი სტუმ­რებ­მა მო­ი­გეს, ოთხიც - მას­პინ­ძ­ლებ­მა. "ზეს­ტა­ფო­ნის" სა­ში­ნაო მარ­ცხის გარ­და, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სხვა მატ­ჩებ­ში კა­ნონ­ზო­მი­ე­რი შე­დე­გე­ბი და­ფიქ­სირ­და.

"ტორ­პე­დომ" აუტ­სა­ი­დერ "კოლ­ხეთ­თან" სა­ში­ნაო შეხ­ვედ­რა მძი­მედ და­იწყო და სწრა­ფი გო­ლი მი­ი­ღო, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა შეძ­ლო და სა­მი ქუ­ლა მო­ი­პო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ელ­გუ­ჯა გრი­გა­ლაშ­ვი­ლის შე­დე­გი­ა­ნი თა­მა­ში, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზეც გო­ლი და სა­გო­ლე პა­სია.

გია გე­გუ­ჩა­ძის გუნ­დის­თ­ვის ეს მე­ტად დრო­უ­ლი და სა­ჭი­რო გა­მარ­ჯ­ვე­ბა იყო. ბო­ლო დროს "ტორ­პე­დომ" გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ქუ­ლე­ბი და­კარ­გა და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ნაკ­ლე­ბად აქვს სა­ჩემ­პი­ო­ნო შან­სი, მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის ბრძო­ლა კი სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა "კოლ­ხეთს", ფო­თე­ლე­ბი ყვე­ლა მატ­ჩ­ში თავ­და­დე­ბით იბ­რ­ძ­ვი­ან, მაგ­რამ ეს მათ მო­ნა­გარ­ზე არ აისა­ხე­ბა. ნუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბი­თა და სა­მი­ო­დე ქუ­ლით ზღვის­პი­რე­ლე­ბი უკ­ვე გან­წი­რუ­ლად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ. სამ­შ­ვი­დო­ბომ­დე ხომ დღე­ის­თ­ვის "კოლ­ხეთს" მთე­ლი 14 ქუ­ლა აშო­რებს.

მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მე­ო­რე ზღვის­პი­რე­ლი უმაღ­ლეს­ლი­გე­ლიც. ბა­თუ­მის "დი­ნა­მომ" მარ­ტ­ვილ­ში გან­ც­დი­ლი მარ­ცხით კი­დევ უფ­რო გა­ირ­თუ­ლა საქ­მე, "მე­რან­მა" კი და­გეგ­მი­ლი სა­ში­ნაო სა­მი ქუ­ლა არ­ც­თუ რთუ­ლად მო­ი­პო­ვა და კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ უმაღ­ლეს ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეს.

ზე­ექ­ვ­სე­ულ­ში მოხ­ვედ­რის ამო­ცა­ნა სა­ბო­ლო­ოდ გა­დაჭ­რა "ზუგ­დიდ­მა", რო­მელ­მაც "სი­ონ­თან" გა­მარ­ჯ­ვე­ბით თით­ქ­მის გა­ი­ნაღ­და სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის ად­გი­ლი.

ბოლ­ნი­სელ­თათ­ვის კი ეს მარ­ცხი კა­ტას­ტ­რო­ფა არ არის, "სი­ო­ნის­გან" ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბას სხვა ტი­პის შეხ­ვედ­რებ­ში უფ­რო უნ­და ვე­ლო­დოთ.

Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
დინამო-ჩიხურა 5:2 - ლიდერთა უხვგოლიანი სანახაობა [VIDEO]
მეტალურგი-დილა 0:2 - განსხვავებული ტაიმები [VIDEO]
ტორპედო-კოლხეთი 2:1 - კოლხური სიურპრიზი არ გამოვიდა [VIDEO]
მერანი-დინამო (ბთ) 3:1 - გამარჯვება კონკურენტთან
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:2 [VIDEO]
ზუგდიდი-სიონი 2:0

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 18 13 4 1 52-16 43
2 დილა 18 13 1 4 30-11 40
3 ტორპედო 18 11 2 5 34-17 35
4 ჩიხურა 18 11 2 5 29-19 35
5 ზუგდიდი 18 9 5 4 23-14 32
6 ზესტაფონი 18 8 4 6 23-16 28
7 მეტალურგი 18 7 2 9 14-24 23
8 მერანი 18 6 2 10 14-27 20
9 ვიტ ჯორჯია 18 5 5 8 13-24 20
10 სიონი 18 4 5 9 13-28 17
11 დინამო (ბთ) 18 2 3 13 18-41 9
12 კოლხეთი 18 0 3 15 9-35 3

ბომბარდირები
ჩისკო (დინამო თბ) 13
დვალი (დინამო თბ) 13
ალვარო (დინამო თბ) 10

XIX ტური
8 დეკემბერი, შაბათი
ზუგდიდი-მერანი
სიონი-დინამო (თბ)
ჩიხურა-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
დილა-ტორპედო
კოლხეთი-დინამო (ბთ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული