"ზუგდიდი" მიმდინარე სეზონში მკვეთრად თავისებური გუნდია, ყველაფერი საკუთარი აქვს, სახე, გულშემატკივარი, ფეხბურთელები და რა თქმა უნდა, კონსულტანტიც - ოთარ გაბელია.
"ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა ჩვენთან, ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებს უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია "ზუგდიდზე", რომელსაც კვლავ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს.
სხვა საქმეა იმის დადგენა, თუ რამდენ ხანს იქნება ასე. ამ დროისთვის არის პატარა დავალიანება და გვპირდებიან, 15 დეკემბრამდე დარიგდება ხელფასებიო", - გვითხრა გაბელიამ.
"ზუგდიდს" ზუგდიდში
მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ "ზუგდიდის" რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება კლუბთან, ხელშეკრულების გაგრძელებას კი სტაბილური პირობები სჭირდება.
გაბელიას თქმით, ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი.
"ზუგდიდი" ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა და ჩინებული შანსი აქვს, რომ სეზონის მეორე ეტაპი ზედა ექვსეულში დაიწყოს. ბოლო საგარეო შეხვედრები კი "ზუგდიდმა" წარმატებით ვერ ითამაშა, საჩხერის "ჩიხურასთან" 0:2 დამარცხდა, გორის "დილასთან" - 0:3.
"ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ. "ჩიხურასთან" მსაჯების მხრიდან იყო შეცდომები. წარუმატებლობას მსაჯებს არ ვაბრალებ, მაგრამ მათი შეცდომები უმნიშვნელო არ ყოფილა.
ჩვენს საზიანოდ იყო ისეთი შეცდომებიც, საკამათო რომ ვერ იქნება. რომ არა ასეთი შეცდომები, ახლა შვიდი ქულით მეტი ექნებოდა "ზუგდიდს".
საერთო ჯამში, "ზუგდიდის" შედეგები დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს", - ასე ფიქრობს გაბელია.
"ზუგდიდის" კონსულტანტს იმაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, რომ განმუხურში მეტოქე გუნდს განსაკუთრებულად უჭირს თამაში.
"რომელ გუნდსაც კი განმუხურში მოვუგეთ, ყველას თამაშით ვაჯობეთ. როცა ჩვენ წავაგეთ ზესტაფონში და ქუთაისში, არანაირი პრეტენზია არ გვქონია და არც სხვას უნდა ჰქონდეს რამე საპრეტენზიო ჩვენთან.
თუ გულშემატკივრების მხრიდან უცენზურო შეძახილებს გულისხმობენ, ასეთი რამ ყველა ქვეყნის სტადიონებზე ხდება.
არ არის მართალი, თითქოს ჩვენ ზეწოლას ვახორციელებთ მსაჯებზე. მსგავსი არაფერი ყოფილა და თუ მსაჯს შეცდომაზე მივუთითე, ეს ზეწოლა არ არის. - გვითხრა გაბელიამ და იქვე დაამატა, - მოგვწონს განმუხურში თამაში? სხვა სტადიონი ჩვენს განკარგულებაში არ არის და შესაბამისად, ამ საკითხზე არაფერი მეთქმის.
ცუდია, რომ ზუგდიდს არ აქვს სტადიონი. ამას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. თუ სხვაგან კეთდება სტადიონები, ზუგდიდშიც იგივე რატომ არ უნდა მოხდეს?!"
რომ არა მსაჯების შეცდომები, შვიდი ქულით მეტი გვექნებოდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ლევან აკობია: ფული რომ იყოს, "ზუგდიდი" სამეულში მოხვდებოდა
ელგუჯა ქომეთიანი: საცოდაობა იქნება, "ზუგდიდის" არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს
მე პირადად შემიძლია გაჩვენო 5-6 ვიდეო სხვადასხვა თამაშებიდან სადაც აშკარად ჩანს მსაჯის შეცდომა ზუგდიდის წინააღმდეგ და ბატონი ოთარის ნათქვამი 7 ქულით ზედმეტი გვექენებოდაო ალბათ მინიმალურ დანაკლისად მოგეჩვენებათ თქვენ...