დუშან უჰრინი: პირველ ტაიმში, "ზუგდიდს" შანსიც არ ჰქონია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩის შემდეგ, სადაც "დინამომ" "ზუგდიდს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა შეხვედრა შეაფასეს.

დუშან უჰრინი: "პირველი ნახევარი კარგად დავიწყეთ. ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, მეტოქეს შანსიც არ ჰქონია.

რაც შეეხება მეორე ტაიმს ორი გატანილი ბურთის შემდეგ ბიჭები მოდუნდნენ, მეტოქეს რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, თუმცა კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ".


ელგუჯა ქომეთიანი: "პირველ რიგში მეტოქეს მივულოცავ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს, პირველ ტაიმში ბავშვური შეცდომები დავუშვით და ორი ბურთი მივიღეთ.

მეორე ნახევარში თამაშის ხარისხის გაუმჯობესება მოვახერხეთ,
თუმცა ანგარიშში ჩვენს სასარგებლოდ არაფერი შეცვლილა. "დინამომ" დამსახურებულად მოიგო".


მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "დინამომ" "ზუგდიდი" დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული