ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:0 - "ვიტ ჯორ­ჯია" "ტორ­პე­დოს" ვე­ღარ ამ­წა­რებს [VIDEO]

AutoSharing Option
"ტორ­პე­დოს­თ­ვის" აქამ­დე "ვიტ ჯორ­ჯია" ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე უხერ­ხუ­ლი მე­ტო­ქე იყო.

თა­ვად გან­სა­ჯეთ, უმაღ­ლეს ლი­გა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ქუ­თა­თუ­რებს სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე მხო­ლოდ ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის და­მარ­ცხე­ბა ვერ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ (2:2, 0:0, 1:1), თუმ­ცა, მიმ­დი­ნა­რე ჩემ­პი­ო­ნატ­ში სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, გია გე­გუ­ჩა­ძის გუნ­დ­მა თბი­ლი­სე­ლე­ბი გას­ვ­ლა­ზეც და­ა­მარ­ცხეს და შა­ბა­თის შეხ­ვედ­რა­შიც საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯ­ვეს.

ტორ­პე­დო­ე­ლებს ორი წამ­ყ­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, ელ­გუ­ჯა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და გრი­გოლ დო­ლი­ძე აკ­ლ­დათ; სა­მა­გი­ე­როდ, გუნდს და­უბ­რუნ­და ტრავ­მა­მო­შუ­შე­ბუ­ლი ვახ­ტანგ კვა­რაცხე­ლია, რო­მელ­მაც წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი პა­უ­ზის შემ­დეგ ქუ­თა­ი­სელ­თა რი­გებ­ში ბო­ლო 10 წუ­თი ითა­მა­შა.

შეხ­ვედ­რის საწყი­სი წუ­თე­ბი საკ­მა­ოდ დუ­ნე და მო­საწყე­ნი გა­მოდ­გა. ბურ­თი ძი­რი­თა­დად
მო­ედ­ნის ცენ­ტ­რ­ში ტრი­ა­ლებ­და. შემ­დეგ სტუმ­რებ­მა მცი­რე­ო­დე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს და კა­რის მი­სა­მარ­თი­თაც პირ­ვე­ლად მათ და­არ­ტყეს.

გუ­რამ გუ­რე­ში­ძე ბურ­თი­ა­ნად სა­ჯა­რი­მოს მი­სად­გო­მე­ბის­კენ და­იძ­რა და ძლი­ე­რა­დაც გა­ის­რო­ლა, მაგ­რამ ბურ­თი კა­რის ჩარ­ჩო­ში ვერ მო­ახ­ვედ­რა.

თბი­ლი­სე­ლებ­მა შო­რე­ულ დარ­ტყ­მებ­ზე გა­ა­კე­თეს აქ­ცენ­ტი, ლა­შა კას­რა­ძემ ომარ მი­გი­ნე­იშ­ვი­ლის კა­რის მი­სა­მარ­თით სა­ხი­ფა­თოდ და­არ­ტა, მაგ­რამ ხა­რი­ხას გა­და­ა­ცი­ლა.

Sportall.Geტა­ი­მის შუ­ა­წე­ლი­დან ქუ­თა­ი­სე­ლე­ბიც გა­მო­ცოცხ­ლ­დ­ნენ და სა­მი წუ­თის ინ­ტერ­ვალ­ში ვე­ტე­რი­ნა­რე­ბი ორ­ჯერ და­ამ­წუხ­რეს. ტორ­პე­დო­ე­ლე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სა­ხი­ფა­თო შე­ტე­ვა შე­დე­გი­ა­ნი გა­მოდ­გა: ვა­ჟა ტა­ბა­ტა­ძემ მარ­ცხე­ნა ფრთი­დან სა­ჯა­რი­მო­ში ჩა­ა­წო­და, სა­დაც ნი­კა სა­ბა­ნა­ძემ იმარ­ჯ­ვა და ბურ­თი მკერ­დით გი­ორ­გი ბე­რი­აშ­ვი­ლის­კენ გა­და­ა­მი­სა­მარ­თა, რო­მელ­მაც არ და­ა­ხა­ნა და ერ­თი შე­ხე­ბით ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გო­ლი გა­ი­ტა­ნა.

ორი­ო­დე წუთ­ში ბე­რი­აშ­ვი­ლი კვლავ მო­ექ­ცა ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში. იგი მარ­ჯ­ვ­ნი­დან ბურ­თი­ა­ნად შე­იჭ­რა სა­ჯა­რი­მო­ში, თუმ­ცა გუ­რე­ში­ძემ წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვით შე­ა­ჩე­რა და ვი­ტე­ლე­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სენ ნო­ნი­კაშ­ვილ­მა პე­ნალ­ტი და­ნიშ­ნა.

თბი­ლი­სელ­თა მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი მე­რაბ კოჭ­ლაშ­ვი­ლი მატ­ჩის შემ­დეგ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლავ­და, თუ ამ ეპი­ზოდ­ში თერ­თ­მეტ­მეტ­რი­ა­ნი იყო, მა­სე­თი ზუს­ტად სა­მი მო­მენ­ტი იყო მე­ტო­ქის კარ­თან და არ­ბიტრს არც ერ­თ­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნიაო...

ბე­ქა ტუ­ღუშ­მა თერ­თ­მეტ­მეტ­რი­ა­ნი აუღელ­ვებ­ლად შე­ას­რუ­ლა და, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, მატ­ჩის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შიც და­ა­ფიქ­სი­რა.

მატ­ჩის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ქუ­თა­ი­სელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბით და­იწყო. თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა გი­ორ­გი კუ­ხი­ა­ნი­ძე გა­იყ­ვა­ნეს მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ, მაგ­რამ მას­პინ­ძელ­თა ფლე­ი­მე­ი­კერ­მა სუს­ტად და­არ­ტყა და ნი­კა და­უშ­ვილს ბურ­თი პირ­და­პირ ხე­ლებ­ში მი­უ­ვი­და. თა­ვის გა­მო­ჩე­ნა შე­ეძ­ლო ტუ­ღუშ­საც, მაგ­რამ ბო­ლო მო­მენ­ტ­ში მცვე­ლებ­მა შე­უ­შა­ლეს ხე­ლი.

თან­და­თან სტუმ­რე­ბიც გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ და ქუ­თა­ი­სელ­თა სა­ჯა­რი­მო­საც გა­უ­ში­ნა­ურ­დ­ნენ. მე­რაბ კოჭ­ლაშ­ვი­ლის გუნდს გო­ლის გა­ტა­ნის 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი შან­სიც ჰქონ­და: ირაკ­ლი ღიბ­რა­ძის უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყ­მა მი­გი­ნე­იშ­ვილ­მა კა­რის წინ მო­ი­გე­რია. ბურ­თი ცა­რი­ელ კარ­თან მყოფ ოთარ ჯა­ვაშ­ვილს მი­უ­ვი­და, რო­მელ­საც ხელს არა­ვინ უშ­ლი­და და ამ ეპი­ზოდ­ში აცი­ლე­ბა უფ­რო რთუ­ლი იყო, ვიდ­რე გა­ტა­ნა, თუმ­ცა ჯა­ვაშ­ვილ­მა ყვე­ლა­სათ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­მი­ო­დე მეტ­რი­დან ხა­რი­ხას გა­და­ა­ცი­ლა(!).

დარ­ჩე­ნილ დრო­ში სტუმ­რე­ბი პრეს­ტი­ჟის გო­ლის გა­ტა­ნას ცდი­ლობ­დ­ნენ, მაგ­რამ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი აღა­რა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. "ტორ­პე­დომ" და­გეგ­მი­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა და მე­სა­მე ად­გილ­ზე უფ­რო მყა­რად დამ­კ­ვიდ­რ­და.

VideoSportall.Ge
ტორპედო - ვიტ ჯორჯია 2:0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული