უმაღლესი ლიგა: "ზესტაფონმა" მოიგო, "ტორპედო" და "ჩიხურა" ფრეს დასჯერდნენ

AutoSharing Option
19 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩები გაიმართა.

"ზუგდიდმა" საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 განადგურდა. 27-ე წუთზე თავი დემელიმ გამოიჩინა, ხოლო 73-ე წუთზე თედო გრიგალაშვილმა გაიტანა. საბოლოო წერტილი შეხვედრას მე-80 წუთზე ზურაბ მენთეშაშვილმა დაუსვა.

გორის "დილამ" კი ფოთის "კოლხეთი" სამტრედიაში მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გორელებმა ჩადუნელის ავტოგოლის წყალობით იმარჯვეს.

"ვიტ ჯორჯიასა" და ბათუმის "დინამოს" შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. 55-ე წუთზე ანგარიში ბათუმელმა ამირან მუჯირმა გახსნა. 74-ე წუთზე კი ირაკლი ღიბრაძემ გაათანაბრა.

ჩიხურა-ტორპედო და ბოლნისი-მეტალურგი
უგოლო ფრედ დამთავრდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული