ტურის ცენტრალური მატჩი ზესტაფონში გაიმართა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს" უმასპინძლა.
კახა კაჭარავას დამოძღვრილმა გუნდმა, რომელსაც ახალი მწვრთნელ-კონსულტანტის ხელში მანამდე ორიდან ორი შეხვედრა ჰქონდა მოგებული, მესამეც მოიგო - მრისხანე და პრინციპულ მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა.
მასპინძელთა გასახარად ანგარიში 18-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა გახსნა, თუმცა დუშან უჰრინის შეგირდებმა გათანაბრება პირველსავე ტაიმში შეძლეს - თავი დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ 38-ე წუთზე გამოიჩინა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი
* * *
უხვგოლიანი და საინტერესო მატჩი გაიმართა სამტრედიაში, სადაც მარტვილის "მერანმა" ჩემპიონატის კიდევ ერთ ლიდერს, გორის "დილას" უმასპინძლა.
დრამატულ მატჩში დუბლი მარტვილელთაგან საბა ლომიამ (7, 22), სტუმართაგან კი რომან ახალკაცმა (17, 25) გაიფორმა. საბოლოო ანგარიში კი ირაკლი მოდებაძემ თერთმეტმეტრიანით 45-ე წუთზე დააფიქსირა - 3:2.
სამტრედიაში მოპოვებულმა ამ სამმა ქულამ გორელებს ცხრილის ლიდერთან, თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა.
* * *
მორიგი სამი ქულა მიითვალა ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ბოლნისის "სიონს" უმანსპინძლა და იოლად იმარჯვა.
პირველ ნახევარში თავი გიორგი კუხიანიძემ (18) და ნიკა საბანაძემ (21) გამოიჩინეს. მართალია, მეორე ტაიმში ბოლნისელებს ქულის გადარჩენის მცირე იმედი გიორგი ჭანკვეტაძის (54) გოლმა ჩაუსახა, მაგრამ ესეც სულ მცირე ხნით, რადგან სამიოდე წუთში ჯერ ელგუჯა გრიგალაშვილმა შეაგდო, მატჩის მიწურულს კი ხელიდან გოლის გატანის შანსი უკვე გიორგი ბერიაშვილმა აღარ გაუშვა.
* * *
ექვსი გოლი გავიდა რუსთავში გამართულ მატჩში, სადაც "მეტალურგმა" ფინანსური პრობლემებისა და მისგან გამოწვეული შიდა დაპირისპირების მიზეზით, დუბლშემადგენლობით მოთამაშე "ზუგდიდს" ხასიათი კიდევ უფრო წაუხდინა.
სტუმართა რბევა რევაზ გეწაძემ უკვე მე-7 წუთიდან დაიწყო, რასაც დიმიტრი ტატანაშვილმა დუბლი მიაყოლა (37, 46). თითო გაიტანეს დობროვოლსკიმ (60) და გიორგი ქავთარაძემ (65).
ამის შემდეგ კი ზუგდიდელებსაც მიეცათ შანსი, რომელიც გიორგი ლაშქარავამ 84-ე წუთზე გოლად აქცია. საბოლოოდ 5:1 - რუსთაველთა გამარჯვებით.
* * *
ქობულეთში ჩავიდა სათამაშოდ საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც ბათუმის "დინამოს" დავით კირკიტაძისა (18) და ლევან ბაკურაძის (90) გოლებით მოუგო.
* * *
22-ე ტურში ერთადერთი ფრე ფოთის "კოლხეთისა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრაში დაფიქსირდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ დაწინაურება ფოთელებმა 64-ე წუთზე, შალვა კვანტალიანის გოლით კი შეძლეს, თუმცა უპირატესობა ხუთიოდ წუთში გაფლანგეს - გურამ ადამაძის გატანილმა ბურთმა "ვეტერინარებს" ქულა გადაარჩენინა.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო თბ 22 16 4 2 63-19 52
2. დილა 22 16 1 5 33-15 49
3. ტორპედო 22 14 3 5 41-18 45
4. ჩიხურა 22 13 4 5 35-21 43
5. ზესტაფონი 22 11 4 7 30-20 37
6. ზუგდიდი 22 10 5 7 27-26 35
7. მეტალურგი 22 9 4 9 21-26 31
8 მერანი 22 7 2 13 23-36 23
9. ვიტ ჯორჯია 22 5 7 10 15-29 22
10. სიონი 22 4 7 12 17-35 19
11. დინამო ბთ 22 3 4 15 22-47 13
12. კოლხეთი 22 0 5 17 11-43 5