საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და კახა კაჭარავას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან და მისი ხანგრძლივობა განისაზღვრა სამი წლით.
როგორც მოგეხსენებათ, კახა კაჭარავა გუნდში მიმდინარე პირველობის ზესტაფონელთათვის ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში მწვრთნელ-კონსულტანტის სტატუსით მოვიდა.
46 წლის სპეციალისტი პასუხისმგებლობას არ შეუშინდა და ძალიან რთულ ვითარებაში გუნდს ღირსეულად გაუძღვა.
კახა კაჭარავა კარგადაა ცნობილი საფეხბურთო სამყაროში, როგორც მწვრთნელი,
ბოლო პერიოდში კი ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს უძღვებოდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა დაძლია უეფას ევროპის 2012-13 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ხორვატიასთან ერთად, ელიტრაუნდში შეაბიჯა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე დანიშნულია წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახა გოგიჩაიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გახლდათ. მასთანაც სამწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
fczestafoni.ge