ქუთაისის "ტორპედომ" მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" მატებაა - ქუთაისელთა ღირსებას 23 წლის ცენტრალური მცველი ბიძინა (ბუკა) ცინცაძე დაიცავს.

187 სმ სიმაღლის ცინცაძე ბოლო 2 წელი ლატვიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე დაუგავპილსის "დაუგავაში" თამაშობდა, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ.

მისი დახმარებით გუნდმა გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. სულ მან ბალტიისპირულ გუნდში 51 მატჩი გამართა და 3 გოლიც გაიტანა.

ლატვიამდე იგი ცხინვალის "სპარტაკში" და ერევნის "არარატში" გამოდიოდა. მისი პროფესიონალური კარიერის პირველი გუნდი კი სოხუმის "დინამოა".

ახალწვეულის მიერ "ტორპედოსთან" გაფორმებული კონტრაქტი 5-წლიანია. იგი 16 იანვარს ახალ გუნდთან
ერთად სამედიცინო შემოწმებას თბილისში გაივლის, ხოლო 3-გზის ჩემპიონი ეროვნული თასისა და ჩემპიონატის ახალი ეტაპისთვის მზადებას 18 იანვრიდან ქუთაისში შეუდგება, 1 თებერვალს კი შეკრების გასავლელად ესპანეთში გაემგზავრება და "მარბელას თასზე" მიიღებს მონაწილეობას.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული