"ზუგდიდი" - ახალი დირექტორი და ოპტიმისტური ფონი

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" ჩემპიონატის პირველი ეტაპი ძალიან უსიამოვნო ვითარებაში დაასრულა.

გეხსომებათ, რომ კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობის გამო ფეხბურთელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ღია წერილი მისწერეს და რუსთავის "მეტალურგთან" თამაშზე უარი თქვეს (იხილეთ ვრცლად).

პირველი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ზუგდიდელებმა რუსთავში დუბლშემადგენლობით ჩაატარეს.

ამის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ დავალიანების ნაწილი გაისტუმრა, რამაც "ზუგდიდის" გულშემატკივრებს წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნების იმედი გაუჩინა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში.

ჯერ დაზუსტებით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ სეზონის მეორე ნახევარს "ზუგდიდი" წელგამართული შეხვდება, თუმცა სრულიად შესაძლებელია, მალე კლუბი
ფინანსურმა და სხვა სახის პრობლემებმა არ შეაწუხოს.

როგორც შევიტყვეთ, ცვლილებებია კლუბის ხელმძღვანელობაში. "ზუგდიდის" ახალ დირექტორად მალხაზ ჭეჟია დაინიშნა, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და ბოლო წლებში ბალტიისპირეთში მოღვაწეობდა. მას დიდი სურვილი აქვს, "ზუგდიდი" პროგრესის გზაზე დააყენოს, თუმცა კლუბი, სავარაუდოდ, კვლავ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეცვალა ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და უახლოეს მომავალში გამოჩნდება, დადებითად წაადგება თუ უარყოფითად იმოქმედებს "ზუგდიდზე" საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

ჯერჯერობით მეგრული კლუბის ბანაკიდან მეტი სიახლე არ არის. შევეცდებით, "ლელოს" 17 იანვრის ნომერში "ზუგდიდში" მიმდინარე ამბების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია მოგაწოდოთ და კლუბის ახალი ხელმძღვანელის აზრებიც მოვისმინოთ.

ჩემპიონატის პირველი ეტაპი "ზუგდიდმა" 35 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა, რითაც პროგრამა-მინიმუმი - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უკვე შეასრულა. გუნდი გასულია საქართველოს თასის მერვედფინალში, სადაც ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზუგდიდში" პრემიები გაიცა, ხელფასები ჯერ ვერა
ელგუჯა ქომეთიანი: "ზუგდიდში" მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული