გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს წერილი მისწერეს (იხილეთ).
როგორც "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვაცნობა, რუსთავში მატჩი მაინც ჩატარდება, ოღონდ იქ ზუგდიდური კლუბი დუბლშემადგენლობით ჩავა.
"რა გითხრათ, მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია.
თუკი წინა ტურებში ავად თუ კარგად მაინც ვახერხებდით სათამაშოდ გასვლას, პირველი ეტაპის ბოლო ტურში ეს უკვე შეუძლებელია - გადაწყვეტილია, რომ
პრემიები და ნოემბერ-დეკემბრის სახელფასო დავალიანება ბიჭებს არ მიუღიათ და მათი ეს ნაბიჯი სწორედ ამით არის განპირობებული.
სიმართლე რომ გითხრათ, ისინი ახლა ისეთ მდგომარეობაში არიან, მათი მოედანზე გასვლა არც იქნებოდა მიზანშეწონილი", - გვითხრა ქომეთიანმა.
როგორც იცით, "ზუგდიდს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ზუგდიდის გამგებელი კი თანამდებობიდან გადადგა და კლუბის დაფინანსების საკითხი ჰაერში ამიტომაც გამოეკიდა.
ჯერჯერობით, "ზუგდიდის" მომავალი სრული ბურუსითაა მოცული და იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება.
ქომეთიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განცხადებაში დაფიქსირებულ 23 ფეხბურთელს კლუბი არ დაუტოვებია და საუბარი მხოლოდ "მეტალურგთან" სათამაშოდ არგასვლაზეა.
"ზუგდიდის" დამრიგებელმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ამ მოთამაშეებს გუნდში დაბრუნების საფუძველი გაუჩნდებათ.
ჯერჯერობით, პოსტზე რჩებიან ქომეთიანი და "ზუგდიდის" მწვრთნელ-კონსულტანტი ოთარ გაბელია.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს "ზუგდიდის" ფეხბურთელებმაც.
ლევან აკობია (გუნდის კაპიტანი):
"დაგვღალა გაუთავებელმა დაპირებებმა, ჩვენი კუთვნილი ანაზღაურება კი არადა არ ჩანს. ყველაფერთან ერთად, გუნდს უკვე კვების პრობლემაც აქვს".
დავით გამეზარდაშვილი:
"ელემენტარული პირობები არ გვაქვს, უშედეგოდ ველოდებით ორი თვის ხელფასს და ოთხი თვის პრემიას.
არც თბილისის "დინამოსთან" ვაპირებდით თამაშს, მაგრამ ცრუ დაპირებით გადაწყვეტილება შეგვაცვლევინეს. რუსთავში სათამაშოდ კი ძირითადი გუნდი არ წავა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ზუგდიდში" გაფიცვაა - ფეხბურთელები ხელფასს ითხოვენ [VIDEO]
ელგუჯა ქომეთიანი: ზუგდიდელებისთვის "დინამოსთან" წარმატებას სხვა ფასი აქვს
ოთარ გაბელია: უცენზურო შეძახილები ყველა ქვეყნის სტადიონებზეა
ელგუჯა ქომეთიანი: საცოდაობა იქნება, "ზუგდიდის" არსებობას საფრთხე რომ დაემუქროს
ლევან აკობია: ფული რომ იყოს, "ზუგდიდი" სამეულში მოხვდებოდა