საქმე ისაა, რომ ფოთში შარშან "ფაზისის" სტადიონის განახლება დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციამ მოედნის საფარი დააგო, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრიბუნების სრულად განახლება დროულად ვერ მოასწრო. სამუშაოები ჯერ მხოლოდ აღმოსავლეთ ტრიბუნის ნაწილზე დასრულდა, ახლა კი მუშაობა შეჩერებულია.
ეს საკითხი ახლა აქტუალური გახდა. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში "12-თა საბჭოს" სხდომა სტადიონების ლიცენზირების თემით გაიხსნა.
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, უეფამ
ზვიად სიჭინავას განცხადებით, რამდენიმე გუნდი თუ პრობლემებს ჩემპიონატის განახლებამდე არ მოაგვარებს, საკუთარი სტადიონის ნაცვლად, თამაში ნეიტრალურ მოედანზე მოუწევს.
რა მდგომარეობაა ამჟამად "ფაზისზე"? ამ კითხვით "კოლხეთის" ხელმძღვანელს, თემურ ბარქაიას მივმართეთ:
"ადგილობრივ ხელისუფლებას სტადიონი უნდა განეახლებინა. სამუშაოები დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეჩერდა. ეს ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია, რადგან გაურკვეველი იყო, ვინ იქნებოდა ფოთის მმართველი.
დღეისათვის, ფედერაციის მოთხოვნის შემდეგ, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და ახალი ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯების იმედი გვაქვს. უახლოეს დღეებში ფოთის ახალ მმართველებს შევხვდებით და გავარკვევთ, რა და როგორ დაიგეგმება.
ეს პრობლემა რომ მოსაგვარებელია, ორი აზრი არ არსებობს. სანამ სტადიონი განახლდება, ვერ გეტყვით, სად ვითამაშებთ. მოედანი ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ გასაკეთებელია გასახდელები და ლოჟა. იმედი მაქვს, რომ სეზონის დაწყებამდე ეს პრობლემები მოგვარდება.
ფოთის ახალ მერს ჯერ არ შევხვედრივართ, მაგრამ "კოლხეთი" მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. კლუბის მეპატრონე კი ქალაქ ფოთის მერიაა და იმედია, პრობლემა მალე მოგვარდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფოთის "კოლხეთი 1913" - როგორი იქნება საიუბილეო წელი?
ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით
კოლხეთი:
თემურ ბარქაია:
ფაზისის საკითხი
მალე გაირკვევა
ფოთის "კოლხეთი", ისევე როგორც ბოლო 15 წლის განმავლობაში, კვლავ გაურკვევლობაშია. სავარაუდოდ, წინა სეზონის მსგავსად, გუნდს კვლავ წვალება მოუწევს და შესაძლოა, მეორე წრეშიც ნეიტრალურ მოედანზე ითამაშოს.
საქმე ისაა, რომ ფოთში შარშან "ფაზისის" სტადიონის განახლება დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციამ მოედნის საფარი დააგო, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრიბუნების სრულად განახლება დროულად ვერ მოასწრო, სამუშაოები ჯერ მხოლოდ აღმოსავლეთ ტრიბუნის ნაწილზე დასრულდა, ახლა კი მუშაობა შეჩერებულია.
ეს საკითხი ახლა აქტუალური გახდა. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში "12-თა საბჭოს" სხდომა სტადიონების ლიცენზირების თემით გაიხსნა. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, უეფამ მოთხოვნები გაამკაცრა, რაზეც კლუბებს ადრე აუწყეს, მაგრამ სფფ-ის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რამდენიმე კლუბს სტადიონების ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ მოუწესრიგებიათ. ზვიად სიჭინავას განცხადებით, რამდენიმე გუნდი თუ პრობლემებს ჩემპიონატის განახლებამდე არ მოაგვარებს, საკუთარი სტადიონის ნაცვლად, თამაში ნეიტრალურ მოედანზე მოუწევს.
რა მდგომარეობა ამჟამად "ფაზისზე"? ამ კითხვით "კოლხეთის" ხელმძღვანელს, თემურ ბარქაიას მივმართეთ: "ადგილობრივ ხელისუფლებას სტადიონი უნდა განეახლებინა. სამუშაოები დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეჩერდა. ეს ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია, რადგან გაურკვეველი იყო, ვინ იქნებოდა ფოთის მმართველი. დღეისათვის, ფედერაციის მოთხოვნის შემდეგ, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და ახალი ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯების იმედი გვაქვს. უახლოეს დღეებში ფოთის ახალ მმართველებს შევხვდებით და გავარკვევთ, რა და როგორ დაიგეგმება. ეს პრობლემა რომ მოსაგვარებელია, ორი აზრი არ არსებობს. სანამ სტადიონი განახლდება, ვერ გეტყვით, სად ვითამაშებთ. მოედანი ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ გასაკეთებელია გასახდელები და ლოჟა. იმედი მაქვს, რომ სეზონის დაწყებამდე ეს პრობლემები მოგვარდება. ფოთის ახალ მერს ჯერ არ შევხვედრივართ. მაგრამ "კოლხეთი" მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, კლუბის მეპატრონე კი ქალაქ ფოთის მერიაა და იმედია, პრობლემა მალე მოგვარდება".
მერაბ მამულაშვილი