"გაგრამ" მზადება დაიწყო და გაძლიერებას გეგმავს

AutoSharing Option
პირველი ლიგის "ა" ზონაში მესამე ადგილზე მყოფი "გაგრა" 10 იანვარს შეიკრიბა და სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

"ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს: მეკარე ილია მაღრაძემ, მცველმა ზაზა ნადირაძემ და ნახევარმცველმა ლევან სეთურიძემ.

ახლა მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. მათი ნაწილი მეორე გუნდიდან დავიმატეთ, ნაწილიც (მურადაშვილი, კაჭარავა, ფიფია, თურმანიძე, ზარნაძე) ისინჯება და მათი ბედი ამხანაგური შეხვედრების შემდეგ გადაწყდება.

გუნდი კიდევ უფრო გაძლიერებასაც გეგმავს. ინდივიდუალურად ივარჯიშა ირაკლი ხუციძემ, რომელსაც მცირედი ტრავმა აწუხებდა, 16 იანვრიდან კი საერთო ჯგუფთან მოემზადება.

ამ ეტაპზე ფეხბურთელები ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას
ცდილობენ. გუნდი "მერანის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე ვარჯიშობს, ხოლო 16 იანვრიდან "შატილზე" გადავინაცვლებთ.

დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრების ჩატარებაც. უმაღლესი ლიგის სამ გუნდთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია",
- გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული