ბოლნისის "სიონს" ბიუჯეტი უკვე დაუმტკიცეს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" ახალი ხელმძღვანელობა საქმეს შეუდგა.

გუნდის სპორტულ დირექტორად დანიშნულმა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა გაგვიმხილა, რომ ბიუჯეტი უკვე დაუმტკიცეს.

"გვერდში დაგვიდგნენ ბოლნისის გამგებელი ლევან ფალავანდიშვილი და "მადნეულის" ხელმძღვანელი კობა ნაყოფია.

გამგეობამ "სიონის" ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა, რაც 2013 წლისთვის 1,3 მილიონ ლარს შეადგენს. "მადნეული" ეკიპირების საკითხის მოგვარებას დაგვპირდა.

რა თქმა უნდა, კლუბში ყოველთვის არის სურვილი, რომ ბიუჯეტი იყოს მაქსიმალურად დიდი. ამიტომ, მოლაპარაკება გვაქვს კომპანიებთან და სპონსორებთან, რათა მუნიციპალიტეტის დაფინანსების გარდა, გუნდს სხვა შემოსავალიც ჰქონდეს.

გარდა ამისა, არის ლაპარაკი, რომ
თუ შედეგებს გავაუმჯობესებთ, პარალელურად, დაფინანსებაც გაიზრდება. ხოლო "მადნეული", არა მხოლოდ ეკიპირების, არამედ, სხვა სახის დახმარებასაც გვპირდება.

შევეცდებით, ამ ბიუჯეტით ჩვენი ამოცანები გადავწყვიტოთ და რაც შეიძლება, ძლიერი ფეხბურთელები დავიმატოთ",
- გვითხრა ლადო ბურდულმა.

როგორც ცნობილია, გუნდში დიდ ცვლილებებს ელოდნენ. "სიონის" ფეხბურთელები ვარჯიშს შეუდგნენ, თუმცა ჯერ მხოლოდ სამი ახალწვეულის ვინაობაა ცნობილი.

ბურდულმა გვითხრა, რომ კოკა მიკუჩაძისა და დაჩი ფოფხაძის შემდეგ, ცენტრალური ნახევარმცველი დავით მაისაშვილი დაიმატეს, რომელიც ადრე "ვიტ ჯორჯიაში" და "გურიაში" თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლადო ბურდული: გიორგი დემეტრაძეს თანამშრომლობა შევთავაზე
ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული