2009 წელს ბრაზილიის უმაღლესი ლიგის "ატლეტიკო პარანაენსედან" რუსთავში ექვსი ფეხბურთელი ჩამოიყვანეს: მცველი ალექს ფრაგა, ნახევარმცველები ჯერონიმო ოლივეირა, ანდერსონ აკინო, ფორვარდები გილერმე ესტევაო ჩოკო, ჟონატას კარდოზო და ედი სალესი.
საბოლოოდ პირველივე წრეშივე გაუშვეს ჯერონიმო, სალესი, ჩოკო და ჟონატასი. სამაგიეროდ, "ოლიმპის" წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს აკინომ და ფრაგამ.
აკინო 26 გოლით (31 მატჩში) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო
აკინომ კარიერა სამშობლოში გააგრძელა: 2010 წელს "პარანაში" ჩაირიცხა და 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა; 2011 წელს კი ბრაზილიის უმაღლესი ლიგის "კურიტიბას" მოთამაშე გახდა, სადაც 32 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. აკინო დღემდე ამ კლუბის მოთამაშეა.
რაც შეეხება ფრაგას, ეს ჩინებული მცველი, "დარდიმანდ" თანამემამულეთა ფონზე, კეთილსინდისიერებით აშკარად გამოირჩეოდა, თუმცა აქედან წასული სად თამაშობდა, ჩვენთვის უცნობია.
ინფორმაცია "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძესთან გადავამოწმეთ. ფრუიძემ ბრაზილიელთა დამატების ფაქტი უარყო და აგვიხსნა, რომ ეს კლუბის საკადრო პოლიტიკით არის განპირობებული, ჩვენ მხოლოდ ქართველებზე ვართ ორიენტირებულნიო.
მაგრამ თუ კლუბი წარმატებებს მიაღწევს, შესაძლოა, "ჩიხურას" ორიენტირები შეიცვალოს და კლუბმა უცხოელებიც დაიმატოს. საამისოდ კი საჩხერელებს ევროპის ლიგის საგზური ესაჭიროებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"