ამჯერად გია გეგუჩაძის გუნდი წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდა, თუმცა ამ შეხვედრას სიტყვა "დაპირისპირება" ნაკლებად შეეფერება: ქუთაისელები მეზობლებს ძალიან "არამეგობრულად მოექცნენ" და 7:0 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა რიგებში პირველად გაიტანა გიორგი ონიანმა. "სამგურალის" დარბევას სათავე სწორედ მან დაუდო.
თავი კვლავ გამოიჩინა გიორგი ფანცულაიამ, რომელმაც ამჯერად ჰეთ თრიქი შეასრულა. სულ კი ბოლო სამ სპარინგში 19 წლის შემტევმა მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
ასევე აღსანიშნავია, საერთოდ, "ტორპედოს" შედეგიანი თამაში - ქუთაისელებმა 3 მატჩში 22 ბურთი
ტორპედო-სამგურალი 7:0
გოლები: 1:0 გ. ონიანი (9), 2:0 საბანაძე (25), 3:0 კუხიანიძე (58. პენ.), 4:0 კვარაცხელია (65), 5:0, 6:0, 7:0 ფანცულაია (74, 80, 88).'
"ტორპედო": მიგინეიშვილი - რიგვავა, ცინცაძე (60. ტაბატაძე), გ. ონიანი, გ. გურული - დოლიძე (46. კუხიანიძე), ზ. ჭელიძე, ფირცხალავა, ე. გრიგალაშვილი (46. გიგაური) - საბანაძე (46. ვ. კვარაცხელია), ტუღუში (46. ფანცულაია)
მზადების პროცესში მიკრო-ტრავმების გამო ჯერ სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობენ მეკარე მაქსიმე ქვილითაია, თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი და ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი.
"ტორპედოს" პრესატაშის, რამაზ ჩხიკვაძის თქმით, ამ უკანასკნელმა ბურთთან ვარჯიშიც დაიწყო და სათამაშო კონდიციებს იბრუნებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ტესტ-მატჩი მოიგო
გიორგი ონიანი: "დილაში" გაურკვევლობა "დინამოს" წისქვილზე ასხამს წყალს
გიორგი დათუნაიშვილი: "ტორპედოს" ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს
ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი