ფოთის "კოლხეთი" ახალგაზრდებს ეძებს, სოსო ფილიამ აფრიკელები დაითხოვა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" სეზონისთვის მზადებას 10 იანვრიდან შეუდგა. პირველი წრის ბოლოს, ფინანსური პრობლემების გამო, გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია იძულებული გახდა, 11 გამოცდილი მოთამაშე გაეშვა.

ცხადია, გუნდს გაძლიერება, წასულებს კი - შემცვლელების მოძებნა ესაჭიროებათ. ამიტომ მოსამზადებელი ეტაპის დაწყების შემდეგ ფილია 35 მოთამაშეს აკვირდებოდა.

საკონტროლო მატჩებში (წალენჯიხის "სქურთან" და "სამტრედიასთან" შესაბამისად, 1:0 და 2:1 მოიგეს, ლანჩხუთის "გურიასთან" - 2:2 ითამაშეს), ფილიამ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოსცადა, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივია.

ფილიამ გუნდში ლეგიონერებიც მიიწვია - ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი ბობო და კოტდივუარელი ფორვარდი ბაჩუ -
ეს უკანასკნელი შარშან "იუსი ბესტში" თამაშობდა.

მათზე დაკვირვების შემდეგ ფილია იმედგაცრუებული დარჩა და აფრიკელების დამატებაზე უარი თქვა.

ფილიას თქმით, ფოთელთა სელექციის მიზანი მოთამაშეების არა სეზონის ბოლომდე, არამედ 2-3 წლით დამატება და პერსპექტიული გუნდის მშენებლობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული