ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეკრებაზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სია დაასახელა:
მეკარეები: მაქსიმე ქვილითაია, ომარ მიგინეიშვილი, დავით კუპატაძე;
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, ბიძინა ცინცაძე, გიორგი გურული, გიორგი ონიანი, დათა რიგვავა, ზაზა ჭელიძე;
ნახევარმცველები: ნიკა ფირცხალავა, მერაბ გიგაური, გიორგი კუხიანიძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა ახვლედიანი, ვალერი ბოლქვაძე;
თავდამსხმელები: ნიკა საბანაძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ფანცულაია, ვახტანგ
სიაში არ არიან ნიკა სანდოხაძე და ლაშა შერგელაშვილი, რომლებიც ტრავმირებულები არიან. ამავე დროს, "ტორპედოს" პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძემ დაადასტურა "ლელოს" ინფორმაცია, რომ ორმხრივი შეთანხმებით, გუნდთან კონტრაქტი გივი იოსელიანმა გაწყვიტა.
ფლანგის მცველმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა სწორედ "ტორპედოში" ჩაატარა, სულ კი ქუთაისურ გუნდში 35 მატჩი გამართა და ანგარიშზე 4 გოლი ჩაიწერა.
იოსელიანმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და გულშემატკივარს თავი მებრძოლი ხასიათითა და შეტევებში ჩართვებით დაამახსოვრა. თუმცა, 22 წლის იოსელიანს მიმდინარე სეზონში "ტორპედოს" მაისურა ერთხელაც არ მოურგია და სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გუნდის დატოვება გადაწყვიტა, კლუბის ხელმძღვანელობას კი ხელი არ შეუშლია.
როგორც შევიტყვეთ, იოსელიანს რამდენიმე მიწვევა აქვს. სად ითამაშებს, უახლოეს პერიოდში გვეცოდინება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"