ლანჩხუთის "გურიას" გამოცდილი ახალწვეულები: თოდუა, კაკალაძე, დარჩიძე...

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, რაც ლანჩხუთის "გურია" ადგილზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

გუნდი დატოვეს გია თოდუამ, დათა რაფავამ, ალეკო ლაღაძემ და ლევან იაშვილმა.

"გურიას" დაუბრუნდა დავით მაისაშვილი, რომელსაც ბოლნისის "სიონი" ეპატიჟებოდა. ასევე დაბრუნდნენ მცველი ლაშა ჯანგიძე (პირველ წრეში ამბროლაურის "რაჭაში" თამაშობდა) და ნახევარმცველი ერეკლე კილაძე ბათუმის "დინამოდან".

ასევე დაიმატეს მარცხენაფლანგელი გიორგი სალარიძე საჩხერის "ჩიხურადან".

ლანჩხუთელები სამი გამოცდილი ფეხბურთელითაც გაძლიერდნენ: შუახაზელი ვიტალი დარჩიძე ბოლოს ქედის "ბეთლემში" გამოდიოდა, ფორვარდი მიხეილ კაკალაძე, რომელსაც თბილისის "დინამოსა" და უცხოურ კლუბებში აქვს ნათამაშები და სულ ბოლო
ინფორმაციით, მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს მცველ სევასტი თოდუასთან.

"გურია" 5 თებერვლიდან 2-კვირიან შეკრებას ურეკში გაივლის და სწორედ ამის შემდეგ დააკომპლექტებს თემურ ლორია გუნდის საბოლოო შემადგენლობას.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელები პირველი ლიგის ა ზონას ლიდერობენ, მეორეზე მყოფ სასკოს 4 ქულით, ხოლო მთავარ კონკურენტ "გაგრას" 7 ქულით უსწრებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომენატრა "გურია" წარმატება. "გურია"! "გურია"!
0
კილაძე რას დაბოდიალობს? წარმატებები ერეს, იმედია გაამართლებს :D
TaTushka
01:27 04-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული