ტორპედო VS რაპიდი - ქუთათურები "მარბელას თასს" რუმინელებთან მატჩით იწყებენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" 36-კაციანი დელეგაცია ესპანეთშია და სასტუმრო "H10 ესტეპონა პალაცში" დაბინავდა.

დაღლილობის მიუხედავად, იმავე დღეს ესტეპონას მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მოედანზე 24-ივე ფეხბურთელმა ივარჯიშა. ეგაა, ტრავმამოშუშებული გიორგი დათუნაიშვილი და გიორგი ბერიაშვილი ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ემზადებიან.

თბილ და მზიან ამინდში გეგუჩაძემ მოთამაშეები მხოლოდ საათითა და 15 წუთით დატვირთა.

4 თებერვალს კი, "მარბელას თასზე" ქუთაისის "ტორპედო" რუმინეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ბუქარესტის "რაპიდს" შეხვდება.

მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივარს მისი ხილვა "ტორპედოს" ვებგვერდზე შეეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის
"ტორპედო" მეზობელ "სამგურალს" არამეგობრულად მოექცა - 7:0

ქუთაისის "ტორპედომ" ორი ტესტ-მატჩი მოიგო
გიორგი ონიანი: "დილაში" გაურკვევლობა "დინამოს" წისქვილზე ასხამს წყალს
გიორგი დათუნაიშვილი: "ტორპედოს" ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს
ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული