ბოლნისელებმა სრული შემადგენლობით ვერ ითამაშეს, რადგან კოკა მიკუჩაძესა და დაჩი ფოფხაძეს მიკროტრავმა აწუხებდათ, გიორგი მანწკავა კი გაციებული იყო. ტრავმირებულები ჰყავდა "გაგრასაც".
ანგარიში 42-ე წუთზე გუგა ფალავანდიშვილმა გახსნა. მეორე ტაიმში ბოლნისელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ "გაგრას" მეკარემ გიორგი ბეგაშვილმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა, ერთხელ "მკვდარი ბურთიც" მოიგერია.
მეორედ "სიონის" კარი ნიგერიელმა უმარ მაგაჯიმ აიღო, რომელმაც ბოლნისელთა მცველის შეცდომით ისარგებლა.
ამხანაგური მატჩი
სიონი-გაგრა 0:2
0:1 ფალავანდიშვილი (42), 0:2 მაგაჯი (77).
გაგრა:
შეცვლაზე: რადინა, ალავიძე, მალანია, ფიფია, მაგაჯი, ხოჯაშვილი, მუმლაძე.
სიონი: მერლანი-უგრეხელიძე, სვანიძე, საპირი, ელიავა-ჯოჯუა, ცხადაია-ბიბილეიშვილი, ჩივაძე, ლექვთაძე-ახალაია
შეცვლაზე: ბობღიაშვილი, ქემოკლიძე, ორბელაძე, ნემსაძე, მ. ოქროპირიძე, გ. ოქროპირიძე, ისიანი, ხურციძე, უგულავა, მ. ფალავანდიშვილი.
"სიონი" 6 თებერვალს ანტალიაში გამთენიისას გაემგზავრება, სადაც 4 საკონტროლო შეხვედრასაც ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"