თბილისის "დინამოს" ზავი რუსეთის პრემიერლიგელთან

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატისთვის თბილისის "დინამო" 5 თებერვლიდან კვლავ თურქეთში ემზადება.

6 თებერვალს დუშან უჰრინის გუნდმა თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგელ პერმის "ამკართან" ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ჩატარებულ წინა სამ შეხვედრაში თბილისელებმა წააგეს ყარაღანდის "შახტიორთან" 0:1 და პოლტავის "ვორსკლასთან" (0:2), მარიუპოლის "ილიჩევეცთან" კი ფრედ ითამაშეს - 2:2.

"ამკარმა" კი "დინამოს" მძლეველ ყაზახურ კლუბს 4 თებერვალს 2:1 სძლია.

"დინამოს" 7 თებერვალს შეუერთდნენ გიორგი ლორია და ირაკლი ძარია, რომლებიც ალბანეთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახლდნენ, მაგრამ რუსების წინააღმდეგ არ უთამაშიათ.

პირველ ტაიმში რეალური
საგოლე მომენტი შექმნეს ჩისკომ და გიორგი მერებაშვილმა, მაგრამ რუსები მეკარე რომან გერუსმა გადაარჩინა.

23-ე წუთზე ჯაბა დვალმა პერმელთა კარი კი აიღო, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ანგარიშის გახსნა შეეძლოთ რუსებსაც, მაგრამ მეკარე თორნიკე ზარქუა საიმედოდ გამოიყურებოდა.

როგორც ჩანს, დინამოელები მეტოქეს მეორე ტაიმშიც არ ეპუებოდნენ. თავის გამოჩენა შეეძლო დვალს, მაგრამ ანგარიში "ამკარმა" გახსნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავით ჩერნოგორიელმა მიტარ ნოვაკოვიჩმა დინამოელთა კარში გადაგზავნა - 0:1.

დინამოელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს: საჯარიმო დარტყმის შედეგად კარლეს კოტოს ჩაწოდებული ბურთი გიორგი პაპავამ თავით ზუსტად გაგზავნა - 1:1. თამაში ასეც დასრულდა.

07.02. ამხანაგური მატჩი
დინამო-ამკარი 1:1
0:1 ნოვაკოვიჩი (67), 1:1 პაპავა (74).
"დინამო": ზარქუა - შაშიაშვილი, კვარაცხელია, მენდი, მილხრაუმი (46. გლიშიჩი) - ალვარო, პაპავა, ხმალაძე (46. კოტო), მერებაშვილი (68. რეხვიაშვილი) - ჩისკო (65. შინდაგორიძე), დვალი (66. ტატანაშვილი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული