ქუთაისის "ტორპედო" "მარბელას თასზე" კიევის "დინამოს" შეებრძოლება

AutoSharing Option
ესპანეთში შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" "მარბელას თასის" ფინალში გასასვლელად 6 თებერვალს რუმინეთის 18-გზის ჩემპიონს, ბუქარესტის "დინამოს" შეხვდა.

ცნობისთვის, ქუთაისელთა მეტოქე მსოფლიო საკლუბო რეიტინგში 68-ე ადგილზეა, "მარბელას თასის" მეოთხედფინალში კი პოლონეთის "ლეხს" 3:1 მოუგო.

ქუთაისელებმა მეორე რუმინული ბარიერი ვეღარ გადალახეს და 1:2 დამარცხდნენ.

ბუქარესტელები მე-8 წუთზე 36 წლის იონელ დანჩიულესკუმ დააწინაურა. მან 54-ე წუთზე დუბლი შეასრულა და რუმინელების უპირატესობა უფრო სოლიდური გახდა - 0:2.

მატჩის მიწურულს გრიგოლ დოლიძემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ქუთაისელებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს.

10 თებერვალს "ტორპედო" "მარბელას თასის" მე-3
ადგილს კიევის "დინამოს" შეეცილება, რომელიც მეორე ნახევარფინალში "ატლეტიკო პარანაენსესთან" დამარცხდა.

ტორპედო-დინამო (ბუქარესტი) 1:2
"ტორპედო" (სასტარტო): მიგინეიშვილი - ტაბატაძე, გ. ონიანი, ცინცაძე, გ. გურული - ზ. ჭელიძე, ე. გრიგალაშვილი, ფირცხალავა, ტუღუში - ფანცულაია, ბერიაშვილი.

თამაშამდე კი ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ტურნირში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"გუნდისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დონის ტურნირში მონაწილეობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და მას საერთაშორისო თამაშების გამოცდილება სჭირდება.

ამასთან, უფრო ნათლად გამოჩნდება სუსტი და ძლიერი მხარეები, რა შეცდომები დავუშვით წინა ეტაპებზე და მომავალში რაზე უნდა ვიმუშაოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ყველაზე მეტი ქომაგი თბილისის "დინამოს", "ტორპედოს" და ბათუმის "დინამოს" ჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული