გუნდის პრესატაშის ჯემალ ჭიპაშვილის თქმით, ბოლნისელები საუცხოო პირობებში ემზადებიან, მაგრამ საკმაოდ არამდგრადი ამინდი დახვდათ, დარს ავდარი ენაცვლება.
მიუხედავად ამისა, გუნდი დაგეგმილი გრაფიკით ვარჯიშობს: მთავარი მწვრთნელი არმაზ ჯელაძე ფეხბურთელებს დღეში ორჯერ ტვირთავს, პლუს თეორია და ტრენაჟორებში ვარჯიში.
"სანამ გუნდი თურქეთში ემზადება, მანამდე ბოლნისის გამგეობის გადაწყვეტილებით, "თამაზ სტეფანიას" სტადიონის განახლება დაიწყო: აღებულია საფარი და მალე ახალი დაიგება, განახლდება გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები.
ამავე დროს, ბოლნისის ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე
და ბოლოს: "მადნეულისა" და "სალერის" ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამიერიდან გუნდის ძირითად და დუბლშემადგენლობებს გერმანული კომპანია "სალერი" შემოსავს", - ამბობს ჭიპაშვილი.
"სიონმა" პირველი საკონტროლო თამაში 8 თებერვალს ყაზახურ "ირტიშთან" ჩაატარა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს წამოსული წვიმისა და სეტყვის გამო, გუნდები მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გასულან - ამ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო.
სიონი-ირტიში 0:0 (მატჩი ჩაიშალა)
"სიონი": ბობღიაშვილი - უგრეხელიძე, სვანიძე, საპირი, ელიავა - ნემსაძე, ჰაიდუჩეკი - ბიბილეიშვილი, ცხადაია, ლექვთაძე - მიკუჩაძე
ბოლნისელები კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ: 11 თებერვალს მოსკოვის "ტორპედოს" დაუპირისპირდებიან, 12-ში - სოფიის "ლოკომოტივს", 17-ში - კიევის "არსენალს". არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი სპარინგი 14 თებერვალსაც შედგეს, მეტოქის ვინაობა კი ამჟამად ზუსტდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"