ქუთაისელები უკრაინული გრანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ. აქტიურობდა ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელმაც კიეველთა კარისკენ ორჯერ უშედეგოდ გაისროლა, 29-ე წუთზე კი "დინამოს" მთელ დაცვას ჩაუქროლა, მაგრამ მშვენიერი შეტევა ტარას მიხალიკმა შეაჩერა.
უშედეგო გამოდგა გრიგოლ დოლიძისა და ბექა ტუღუშის შეტევებიც.
კიეველებმა უფრო მეტი მომენტი შექმნეს და ისარგებლეს კიდეც: 26-ე წუთზე კარში ზუსტად ანდრეი იარმოლენკომ დაარტყა - 0:1.
კიეველებმა უპირატესობა 37-ე წუთზე გაზარდეს: მცველებს მეჰმედმა დაასწრო და - 0:2.
გრიგალაშვილმა მეორე ტაიმის 50-ე წუთზეც
მალე კი "ტორპედოს" კარი თავად კრანჩარმა აიღო - 0:4.
ტორპედოელებმა თამამად მხოლოდ ამის შემდეგ შეუტიეს. სხვაობა ტრავმის მორჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ნახევარმცველმა გიორგი დათუნაიშვილმა მახვილი კუთხიდან დარტყმით შეამცირა - 1:4.
82-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა გიორგი ბერიაშვილი, მაგრამ მეკარე მაქსიმ კოვალს ვერ აჯობა. ორიოდე წუთში კოვალთან ერთი-ერთზე უკვე ნიკა საბანაძე დარჩა და შანსი გამოიყენა - 2:4.
87-ე წუთზე კიეველთა კარის დალაშქვრას საჯარიმოს ხაზიდან გიორგი ონიანი ცდილობდა, მაგრამ მისი დარტყმა კარს ასცდა.
ქუთაისის "ტორპედო" კი "მარბელას თასზე" მეოთხე ადგილს დასჯერდა.
მარბელას თასი. მატჩი მე-3 ადგილისთვის
ტორპედო (ქუთაისი)-დინამო (კიევი) 2:4
0:1 იარმოლენკო (26), მეჰმედი 0:2 (37), 0:3 ბეზუსი (57), 0:4 კრანჩარი (62), 1:4 დათუნაიშვილი (72), 2:4 საბანაძე (84).
ტორპედო: მიგინეიშვილი - რიგვავა, ონიანი, ტაბატაძე, გურული - დოლიძე (46. დათუნაიშვილი), ჭელიძე (73. საბანაძე), კუხიანიძე, გრიგალაშვილი - ტუღუში, ბერიაშვილი.
დინამო: კოვალი, ვიდა (58. სიდორჩუკი), მიხალიკი (68. გარმაში), ლიულკა, ტაივო, გარმაში (33. კრანჩარი, (76. კრავეცი)), არუნა (58. ბოგდანოვი), ველოზუ (58. ვუკოევიჩი), იარმოლენკო (62. ცურიკოვი), გუსევი (46. ბეზუსი), მეჰმედი (46. რუბენი),
გაფრთხილება: არუნა (54).
Video
ტორპედო - დინამო (კიევი) 2:4
ტორპედო - დინამო (კიევი) 2:4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"