მატჩი ქართველ გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ქუთაისის "ტორპედოს" საბჭოთა პირველობაზე კიეველებთან შეხვედრების საკმაოდ მდიდარი გამოცდილება ჰქონდა და 25 მატჩიდან სამი მოუგია.
თუმცა 16-ჯერ დამარცხდა და საბჭოთა უმაღლეს ლიგაში ყველაზე დიდი დარტყმა კიეველებისგან მიიღო - 1983 წლის 6 ნოემბერს "ტორპედო" 0:8 განადგურდა, გოლების ნახევარი კი "დინამოს" გუნდის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა და სპორტულმა დირექტორმა და შეთავსებით, ბლოხინის ასისტენტმა ალექსეი მიხაილიჩენკომ გაიტანეს.
ესპანური ტურნირის ორგანიზატორთა დაპირების
გამარჯვებული ბრაზილიური "ატლეტიკო პარანაენსე" გახდა, რომელმაც ფინალში მეოთხედფინალში ქუთაისელთა მძლეველს, ბუქარესტის "დინამოს" 1:0 მოუგო.
ეს ის კლუბია, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში ქართველი სპეციალისტი გოჩა ალადაშვილი წარმოადგენს. ის ამბავიც გემახსოვრებათ, რომ ეს ბრაზილიური კლუბი სამი წლის წინ რუსთავის "ოლიმპთან" თანამშრომლობდა.
მატჩი იმითაც იყო საინტერესო, რომ თვალნათლივ გვენახა, რა განსხვავებაა ქართულ და უკრაინულ ფეხბურთს შორის, რომელმაც ბევრად გაგვისწრო. საგოლე ეპიზოდებში გამოჩნდა, რომ უკრაინელები საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მოთამაშეებს სისწრაფესა და მოძრაობაში ერთი წამითა და ერთი ნაბიჯით აღემატებოდნენ.
კომენტარი გააკეთა ალექსეი მიხაილიჩენკომ:
"ამ თამაშში ის ვნახეთ, რასაც ველოდით. ქუთაისის "ტორპედოს" უყვარს ბურთის ტარება, კომბინაციური თამაში და იცის დაცვის გამაგრება. ზოგადად, ქართულ ფეხბურთს ტექნიკურობა გამოარჩევს.
დღევანდელ მატჩში მეტოქეს 4 გოლი გავუტანეთ, რაც "დინამოს" კარგ თამაშზე მეტყველებს.
"ტორპედო" მთლიანად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. დღეისთვის არის თუ არა ეს გამართლებული, თავად განსაჯეთ. ვფიქრობ, მოთამაშეთა პერსპექტივები ყველასთვის შესამჩნევია.
ჩემი აზრით, ერთიანობაში დაძაბული თამაში იყო და კარგი სპარინგი გამოგვივიდა. "ტორპედოს" წარმატებებს ვუსურვებ".
კიევის "დინამოს" ვებგვერდთან კი მიხაილიჩენკომ აღნიშნა, რომ 14 თებერვალს ევროპის ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში ფრანგულ "ბორდოსთან" მატჩამდე კიევის "დინამომ" სასარგებლო შეხვედრა ჩაატარა.
უკრაინული კლუბის ინფორმაციით, შეხვედრის ბოლოს ოლეგ ბლოხინმა ორივე ცენტრალური მცველი, დომაგოი ვიდა და ტარას მიხალიკი ისე შეცვალა, მათ პოზიციაზე შემცვლელები არ ჰყავდა და დაასკვნეს, რომ მეტოქემ ანგარიშის შემცირება ამის ხარჯზე მოახერხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორპედო (ქუთაისი)-დინამო (კიევი) 2:4 - მარცხი უკრაინელებთან [VIDEO]