ქუთაისის "ტორპედო" ესპანეთში რუმინულ "ოცელულს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
13 თებერვალს ესპანეთში, "სოტოგრანდეს" მოედანზე, "ტორპედომ" მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა - ქუთაისელთა მეტოქე რუმინეთის ჩემპიონატის მე-11 ადგილზე მყოფი გალათის "ოცელული" გახლდათ.

ანგარიში 66-ე წუთზე კოზმინ ვანცეამ გახსნა, მაგრამ გიორგი ფანცულაიამ 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ასეც დასრულდა (1:1).

"ტორპედომ" თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ქვილითაია - რიგვავა, ჭელიძე, ცინცაძე, ტაბატაძე, დათუნაიშვილი, გიგაური, ფირცხალავა, ბოლქვაძე - ფანცულაია, საბანაძე.

ბოლო თამაშს "ტორპედო" 16 თებერვალს ნორვეგიის ჩემპიონატის მეორეადგილოსან "ბრანთან" ჩაატარებს, 17-ში კი საქართველოში დაბრუნდება.

VideoSportall.Ge
ტორპედო - ოცელული 1:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული