რა ხდება "დინამოში" - სად არიან ხმალაძე, რეხვიაშვილი, ძარია?

AutoSharing Option
ანტალიური შეკრებიდან დაბრუნებული თბილისის "დინამო" სეზონისთვის მზადებას დიღმის ბაზაზე ასრულებს.

პარასკევს ფეხბურთელებმა დაისვენეს, ხოლო შაბათს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ისინი კვლავ ორჯერ დატვირთა.

სულ 22-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ოთარ ხიზანეიშვილი, რომელიც ტრავმის გამო გუნდს თურქულ შეკრებაზე არ ახლდა, ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

"დინამოს" 17 თებერვალს შეუერთდა სლოვაკი ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი, 18-ში კი ბასკ უსტარიცს ელიან.

სხვათა შორის, უსტარიცი ბოლო ერთი წელი უთამაშებელი იყო. თურქეთშიც ბევრი არ უთამაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, გვითხრეს, რომ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ეტყობა,
უთამაშებელი პრიმერადივიზიონელიც სხვა "პლანეტაა".

ჩვენ კი სწორედ "დინამოს" ვებგვერდზე მოხმობილმა რიცხვმა დაგვაინტერესა: თურქულ შეკრებაზე გუნდი 24-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, ადგილზე კი შეუერთდნენ ჩისკო, გრაიციარი, მენდი და უსტარიცი.

დავადგინეთ, თბილისში დაბრუნებულ ძირითად "დინამოსთან" ერთად აღარ ვარჯიშობენ ირაკლი ძარია, ლევან ხმალაძე და გიორგი რეხვიაშვილი.

ამტკიცებენ, რომ თურქული შეკრების შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ეს სამეული და პლუს, თარჯიმანი გიორგი მეტრეველი დაითხოვა.

რა მოხდა თურქეთში და რატომ მიიღო ჩეხმა სპეციალისტმა ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება? რატომ აღარ ვარჯიშობს მთავარ ჯგუფში ეროვნული ნაკრების სამი კანდიდატი, ჩვენთვის უცნობია.

გუნდში მწვრთნელისა და მოთამაშეთა კონფლიქტი კატეგორიულად უარყვეს. ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, დუშან უჰრინს სამივეს გაშვების სურვილი არც ჰქონდეს, მაგრამ მათი გამოფხიზლება გადაწყვიტა. რასთან დაკავშირებით, ესეც უცნობია.

შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება თურქულ შეკრებაზე ჩაგდებულ ბოლო შეხვედრას უკავშირდება: "დინამო" ლუგანსკის "ზარიასთან" 0:4 დამარცხდა და თბილისელთა თამაშით გუნდის მეპატრონე რომან ფიფია აღშფოთებული დარჩა.

ეგაა, რეხვიაშვილი მოედანზე 84-ე წუთზე ემანუელ მენდის შემცვლელად გამოჩნდა, ძარია და ხმალაძე ძირითადში იყვნენ და ორივე მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს.

უახლოეს დღეებში "დინამო" ახალწვეულების პრეზენტაციას გეგმავს და ალბათ, მანამდე ყველა სხვა სიახლე გაცხადდება.

ახლა კი მხოლოდ ის ვიცით, რომ ხმალაძე "დინამო 2"-ში ვარჯიშობს, ძარია და რეხვიაშვილი კი ტრანსფერზე დააყენეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-ზარია 0:4 - ამხანაგური, მაგრამ მაინც ძალიან საწყენი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძარია დატოვეს და იმათზე არ ვიცი რა ხდება
: ))
18:05 20-02-2013
0
გთხოვთ მოგვაწოდოთ ახალი ინფორმაცია ,რა ხდება "დინამოში",რას აბრალებენ ამ ბიჭებს
vaxvax
10:17 19-02-2013
0

სიახლეები პოპულარული