თბილისის "დინამომ" საკონტროლო მატჩში "ზოოვეტთან" გაინავარდა

AutoSharing Option
19 თებერვალს თურქული შეკრებიდან დაბრუნებული თბილისის "დინამო" საკუთარ ბაზაზე ამხანაგურად ქვედალიგელ "ზოოვეტს" გაეჯიბრა და მეტოქეს ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა.

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში შორეული დარტყმით გიორგი მერებაშვილმა გახსნა, მე-19 წუთზე კარლეს კოტოს პასით მეორე ესპანელმა ჩისკომ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი, 47-ე წუთზე ჩისკომ პენალტით დუბლი შეასრულა, 55-ეზე თავი ჯაბა დვალმა გამოიჩინა, დავით ხოჭოლავამ კი შეხვედრის 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

ჩისკოს 78-ე წუთზე ჰეთ თრიქის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეორე თერთმეტმეტრიანი ვეღარ გამოიყენა.

"დინამო": ლორია (62. ზარქუა) - მენდი (46.
სეთურიძე), კვარაცხელია (81. გველესიანი), შაშიაშვილი, მილხრაუმი (69. გლიშიჩი) - კოტო (81. ტატანაშვილი), პაპავა, გრაიციარი (81. ჯიღაური), მერებაშვილი - ჩისკო (81. ხოჭოლავა), დვალი (66. შინდაგორიძე).

როგორც ხედავთ, "დინამოს" შემადგენლობაში არ უთამაშიათ გიორგი რეხვიაშვილს, ირაკლი ძარიასა და ლევან ხმალაძეს, რომლებიც დედაქალაქელთა თავკაცმა დუშან უჰრინმა ძირითად გუნდს ჩამოაშორა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რა ხდება "დინამოში" - სად არიან ხმალაძე, რეხვიაშვილი, ძარია?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული