მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში შორეული დარტყმით გიორგი მერებაშვილმა გახსნა, მე-19 წუთზე კარლეს კოტოს პასით მეორე ესპანელმა ჩისკომ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი, 47-ე წუთზე ჩისკომ პენალტით დუბლი შეასრულა, 55-ეზე თავი ჯაბა დვალმა გამოიჩინა, დავით ხოჭოლავამ კი შეხვედრის 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.
ჩისკოს 78-ე წუთზე ჰეთ თრიქის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეორე თერთმეტმეტრიანი ვეღარ გამოიყენა.
"დინამო": ლორია (62. ზარქუა) - მენდი (46.
როგორც ხედავთ, "დინამოს" შემადგენლობაში არ უთამაშიათ გიორგი რეხვიაშვილს, ირაკლი ძარიასა და ლევან ხმალაძეს, რომლებიც დედაქალაქელთა თავკაცმა დუშან უჰრინმა ძირითად გუნდს ჩამოაშორა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რა ხდება "დინამოში" - სად არიან ხმალაძე, რეხვიაშვილი, ძარია?