"ზესტაფონმა" "დავით აბაშიძეზე" ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
20 თებერვალს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში "ზესტაფონმა" პრესკონფერენცია გამართა, სადაც იმის გარდა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა, კლუბმა საზოგადოებას ახალწვეულები წარუდგინა.

"ზესტაფონის" ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ გველესიანმა მათ პერსონალურნომრიანი მაისურები გადასცა.

"ზესტაფონს" ხუთი ახალწვეული ჰყავს - ალჟირელი ფორვარდი მოჰამედ რეკრუკი კლუბის ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს და 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ქართველი ნახევარმცველი ლევან კუტალია, ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი, ბულგარელი ნახევარმცველი დიმიტარ პეტკოვი და ახალგაზრდა გოლკიპერი რომან ტურავა კლუბთან ორი წლის
განმავლობაში ითანამშრომლებენ.

კუტალია 17 ნომრით ითამაშებს, ორიოლი - 23-ით, პეტკოვი - 5-ით, ხოლო ტურავა - 12-ით.

მაისურების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ გუნდის ახალწვეულები მარგველ გულშემატკივართა წინაშე სტადიონის მწვანე საფარზე წარსდგნენ და როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მცირე ხნით ბურთი წაითამაშეს.

საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის ფაქტიც, რომ ახლად გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე კლუბის ღირსებას კვლავაც დაიცავენ შემდეგი ფეხბურთელები: სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი (3 წლის მანძილზე) და კოტდივუარელი ფორვარდი ბოტი გოა დემელი (მიმდინარე სეზონის ბოლომდე, მაგრამ ხელშეკრულების 2 წლით გაგრძელების პერსპექტივით).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული