ქუთაისის "ტორპედომ" შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ პირველად ივარჯიშა

AutoSharing Option
ესპანური ტურნეს შემდეგ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებულმა ქუთაისის "ტორპედომ" 2 დღით შეისვენა და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები განაახლა.

21 თებერვლიდან გაგრძელებული მზადება უშუალოდ 2013 წლის პირველი ოფიციალური მატჩისკენ არის მიმართული, რომელსაც გია გეგუჩაძის შეგირდები 26 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული თასის მერვედფინალში "გაგრას" წინააღმდეგ გამართავენ.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული