შეხვედრის მე-13 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო ყაზახების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად შოთა ლომიამ აქცია.
"ყიზილშჟარის" კარში მეორე გოლი ლომიასა და ლუკა გუგუჩიას კომბინაციას მოჰყვა. ეს მატჩის 57-ე წუთზე მოხდა. თუმცა მანამდე არბიტრმა "ზუგდიდს" დავით გამეზარდაშვილი გაუძევა და ქართველთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ყაზახებმა ვერ გამოიყენეს - დარტყმა "ზუგდიდის" მეკარე ლაშა ძაგანიამ მოიგერია.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ელგუჯა ქომეთიანის გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დაუშავდა. თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლეს ვაკო ტყემალაძემ და აკაკი ფარჯიკიამ,
ტრავმების გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს ირაკლი ქობალიამ, ლაშა კუკავამ და ლევან წურწუმიამ.
ყაზახებმა მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლი შეაგდეს და "ზუგდიდმა" 2:1 გაიმარჯვა.
ქომეთიანის გუნდი საქართველოში უკვე დაბრუნდა.
ამხანაგური მატჩი
ზუგდიდი-ყიზილჟარი 2:1
გოლები: 1:0 ლომია (13), 2:0 გუგუჩია (57), 2:1 მულდინოვი (84)
ზუგდიდი: ძაგანია, აფაქიძე, გამეზარდაშვილი, აკობია, რ. ონიანი, ტყემალაძე, სიხარულია, გუგუჩია, შ. ლომია, ეხვაია, გაბედავა
შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, აქუბარდია, კანკია, ხუბუა, ქვარცხავა, შონია, მალანია, ქანთარია, გამრეკლიძე, ფარჯიკია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"