ბუბა ტყავაძე: თბილისის "დინამო" ფეხბურთელს ყველგან ვერ გაუშვებს

AutoSharing Option
ჯერ კიდევ იანვარში ვწერდით, რომ თურქეთში თბილისის "დინამო" რამდენიმე მოთამაშის გარეშე მოემზადა.

იქიდან ჩამოსვლის შემდეგ მოვლენები კიდევ განვითარდა: ამჟამად "დინამო 2"-ში ვარჯიშობენ არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი ძარია, ლევან ხმალაძე, ნიკა დიასამიძე; იქვეა რუსთავის "მეტალურგიდან" იჯარით დაბრუნებული გიორგი თექთურმანიძე.

ანტალიაში თავიდანვე არ გამგზავრებულან მეკარე კოკა სეფიაშვილი, ცენტრალური ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი; ირაკლი ლექვთაძის ამბავი კი ცნობილია - ის იჯარით ბოლნისის "სიონში" ითამაშებს.

მაგრამ რა ხდება დანარჩენების თავს?

თავიდანვე ვიცოდით, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებში იჯარით გაშვებას უპირებდნენ სეფიაშვილს (ყველაზე მეტად საჩხერის "ჩიხურა"
აქტიურობდა), ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატს პარუნაშვილს "მეტალურგსა" და ბათუმის "დინამოში" იწვევდნენ, ტვილდიანზე კი არაფერი იყო ცნობილი, ისევე, როგორც თექთურმანიძესა და სხვებზე.

დუშან უჰრინმა ბოლო შეკრების შემდეგ გიორგი რეხვიაშვილის ტრანსფერზე დაყენებაც გადაწყვიტა. არადა, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც უმაღლესი ლიგის ნებისმიერ კლუბში გამოიჩენდნენ თავს.

როგორია "დინამოს" პოზიცია ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით? ამის თაობაზე "დინამოს" სპორტულ დირექტორს, ბუბა ტყავაძეს ვესაუბრეთ.

- რამდენიმე მოთამაშე, რომელიც პირველ წრეში ძირითად გუნდში იყო, ამჟამად "დინამო-2"-ში ვარჯიშობს. რა ბედი ელით მათ, იჯარით გაუშვებთ?
- დღეისათვის იჯარით მხოლოდ ერთი მოთამაშე გვყავს გაშვებული: ირაკლი ლექვთაძე "სიონში" ითამაშებს. ყველა დანარჩენი მეორე გუნდშია.

თუ ვინმეზე იქნება მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. წინააღმდეგნი არ ვიქნებით, რომ მათ უმაღლეს ლიგაში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ.

მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ უმაღლეს და პირველ ლიგაში განათხოვრებული მოთამაშე, შესაძლოა, იმ პირობებში ვერ ვარჯიშობდეს, როგორიც ჩვენი პირველი ლიგის გუნდს აქვს. აქედან გამომდინარე, წინადადებებს სიფრთხილით ვეკიდები, რადგან საწვრთნელი პროცესი იმ დონეზე გვაქვს დაყენებული, რომ შესაძლოა, ბევრ კლუბში გადასვლას ჩვენს მეორე გუნდში დარჩენა ერჩივნოთ.

- სხვათა შორის, ადრეც მომხდარა, რომ მოთამაშეები იჯარით სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაგიშვიათ.

- იმიტომ, რომ ჩვენი მეორე გუნდიც და დუბლებიც სრულფასოვან მოსამზადებელ შეკრებას გადიან და იქ მოთამაშე არანაკლებ მოემზადება, თუ უკეთ არა, ვიდრე უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდში - აქვთ სპარინგები, პირველ ლიგაში კი საკმაოდ დაძაბული შეხვედრებია.

- თქვენს ფეხბურთელებზე მოთხოვნა იყო ბათუმის "დინამოდან", "სიონიდან", "ჩიხურადან", "მეტალურგიდან" - ეს გუნდები კი ცუდ პირობებში არ ვარჯიშობენ.
- კონკრეტული წინადადება ამ ფეხბურთელებზე ჩვენ არ გვქონია. თუმცა, თუ იქნება, არ დავაბრკოლებთ.

- გასაგებია, რომ გიორგი რეხვიაშვილი დუშან უჰრინს ვერ შეეწყო, მაგრამ მასზე უარს ბევრი გუნდი არ იტყვის.
- ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ: კლუბმა გადაწყვიტა, რომ "დინამო" რეხვიაშვილის ტრანსფერში იმ თანხას მოითხოვს, რაც მასში დაიხარჯა და წავა ნებისმიერ იმ კლუბში, რომელიც ამ თანხას გადაიხდის.

- კონკრეტული წინადადება არ გაგაჩნიათ?
- იმედი მაქვს, რომ ასეთ ფეხბურთელზე მოთხოვნა იქნება.

- წინააღმდეგი ხართ, იჯარით რომ გაუშვათ?
- იჯარით? გააჩნია, რომელ კლუბში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რეხვიაშვილის პროფესიონალიზმის დონე ერთად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს"
რა ხდება "დინამოში" - სად არიან ხმალაძე, რეხვიაშვილი, ძარია?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხ ეს ყბადაღებული ქართული არაპროფესიონალიზმის მატარებელი მენტალიტეტი.წარმომიდგენია რეებს გააკე
ტებდნენ შეკრებებზე.დაიწყებენ მერე ,პელე ვარ მარა მწვრთნელმა ამითვაიწუნაო,ასეო ისეო,ანუ როგორც ყოველთვის.ხოდა ქართველო ფეხბურთელებო:ბარემ ერთად ჩაიცუცქეთ სულ ყველამ და დაგვანებეთ თავი სამუდამოდ.ნუ გვაბოლებთ თქვენი ვითომ ფეხბურთელობით.ნაკრებიო ,წარმატებაო,კარგით რა ...თქვე უტეხნიკოებო თქვენა,რუსები რომ ტეხნიკაში გაჯობებენ,მიმიფურთხებია ასეთი ქართული ფეხბურთისთვის...
MARADONA
15:57 26-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული