თბილისის "დინამომ" ნიკა დიასამიძე ბათუმის "დინამოში" იჯარით დააბრუნა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკა დიასამიძე 2012/2013 წლების სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" ითამაშებს.

ეს გადაწყვეტილება გუნდის და 18 წლის ფეხბურთელის საერთო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

დედაქალაქურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ნიკას ბათუმში სათანადო სათამაშო პრაქტიკა ექნება, მიიღებს საჭირო გამოცდილებას და კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სწორედ ბათუმელთა შემადგენლობაში გამოდიოდა - ნიკამ ბათუმის "დინამოში" 16 შეხვედრა ჩაატარა და 4 გატანილი ბურთით ზღვისპირელთა ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თბილისის "დინამომ" ნიკა დიასამიძე ამ
ზამთარს დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული