ქუთაისის "ტორპედოს" პრეს-ატაშის, რამაზ ჩხიკვაძის თქმით, გუნდის ხელმძღვანელობა და 24 წლის თავდამსხმელი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ქუთაისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი კვარაცხელია გულშემატკივარმა თბილისის "ვიტ ჯორჯიადან" გაიცნო.
"ტორპედოში" 2010 წლის 31 აგვისტოს გადავიდა, მაგრამ მშობლიური ქალაქის კლუბში აშკარად არ გაუმართლა: უმძიმესი ტრავმის გამო, თითქმის 1 წელი გაუცდა და დღემდე, ანუ ორი სეზონის განმავლობაში გუნდის მაისურით 28 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სულ 3 გოლი გაიტანა.
სარეაბილიტაციო კურსის მერე, კვარაცხელია რამდენიმე
წლეულს "ტორპედოსთან" ერთად ესპანური შეკრებაც გაიარა, მაგრამ ეტყობა, მისი ფორმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს არ აკმაყოფილებდა და მოხდა ის, რაც მოხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვახტანგ კვარაცხელია