"გაგრა" საშინაო მატჩებს ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართავს

AutoSharing Option
უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების სტადიონების ლიცენზირების შემდეგ გადაწყდა, რომ თბილისის "მერანის" სტადიონი თამაშებს ვერ უმასპინძლებს - იქ არსებული მინდვრის საფარი ჯერ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი უფლება გასცეს.

აქედან გამომდინარე, "გაგრას" კიდევ ერთხელ მოუხდა საკუთარი არენის ძებნა.

კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ აფხაზავას თქმით, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ "გაგრა" მომავალ ორ საშინაო შეხვედრას (7 მარტს ტყიბულის "მეშახტესთან" და 12 მარტს "ჭიათურასთან") ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართავს.

ცნობილია, რომ 2
მარტს, საქართველოს თასის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში "გაგრამ" ქუთაისის "ტორპედოს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლა. პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, განმეორებითში ქუთაისელებმა 2:0 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

67-ე წუთზე ტრიბუნებზე გუნდების ქომაგთა შორის დაწყებული დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. არეულობამ ათიოდე წუთს გასტანა და ჩხუბის აღსაკვეთად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

აფხაზავას თქმით, აღნიშნული ინციდენტის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "გაგრა" 1500 ლარით დააჯარიმა.

ასევე იხილეთ:
"გაგრას" და ქუთაისის "ტორპედოს" ფენებმა ტრიბუნებზე მუშტი-კრივი გააჩაღეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული